კალავრიტას ჯაჭვიან მატარებელში 90 მგზავრია ჩარჩენილი
კალავრიტას ჯაჭვიან მატარებელში 90 მგზავრია ჩარჩენილი
კალავრიტაში, ჯაჭვიან მატარებელში, (,,ოდონტოტოს“) 90 მგზავრი ჩარჩენა უამინდობის გამო მოხდა.

ვოურაიკოსის ტერიტორიაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა მატარებლის შეჩერება გამოიწვია. ადგილზე სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.
უამინდობამ სერიოზული პრობლემები შექმნა კალავრიტაშიც.
tempo24-ის ცნობით, ,,ოდონტოტოს“ მატარებელში ჩარჩენილი მგზავრების უსაფრთხოებაზე პოლიცია და სახანძრო დახმარების მობილიზებული ბრიგადები ზრუნავენ.
ამ დროისათვის მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია.
ცნობილია, რომ 90 ადამიანი დიაკოპტოდან კალავრიტაში ექსკურსიაზე მიემგზავრებოდა.
Facebook Comments Box