Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
შაბათი, აპრილი 18, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

3 წლის ბიჭუნას საქმე რომელმაც პოლიციელები და ექიმები შოკში ჩააგდო – მშობლებს შვილზე ფიზიკურ ძალადობაში ედებათ ბრალი

3 წლის ბიჭუნას საქმე რომელმაც პოლიციელები და ექიმები შოკში ჩააგდო – მშობლებს შვილზე ფიზიკურ ძალადობაში ედებათ ბრალი

კვირას დილიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული 3 წლის ბიჭი, რომელსაც თავისა და სხეულის არეში მრავალგზის დაზიანებები აქვს მიყენებული. ბიჭუნა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა.

შოკში არიან ექიმები, რომლებმაც ბავშვის სხეულზე მიყენებული დაზიანებები ნახეს. პატარას სხეულზე არამხოლოდ ჩალურჯებები და დარტყმის კვალი აღენიშნება, არამედ დამწვრობები სიგარეტისგან.

ამჟამად დაშავებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ პოლიციამ დააკავა ბავშვის 26 წლის დედა და მისი 44 წლის პარტნიორი. შოკისმომგვრელია სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, რომლებითაც ბავშვზე ძალადობდნენ: ცეცხლსასროლი იარაღი, ხის ბიტა, ხის ფიცრები. ივარაუდება, რომ ხის 2 ფიცარი წყვილმა ბავშვის საწოლს მოხსნა და სწორედ ამ ფიცრებით ურტყამდნენ პატარას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *