Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

3 ნოემბრიდან საბერძნეთის ფოსტის გარკვეული ფილიალები დაიკეტება

3 ნოემბრიდან საბერძნეთის ფოსტის გარკვეული ფილიალები დაიკეტება 

საბერძნეთის ფოსტის, ე.წ “ელტა”-ს რესტრუქტურიზაციის ფარგლებში ფოსტის არაერთი ოფისი დაიკეტება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც როგორც ფოსტის ადმინისტრაციამ, ასევე მმართველის პარტიის წევრებმაც უპასუხეს.

განცხადების თანახმად ურბანულ ცენტრებსა და პატარა ქალაქებში, სადაც “ელტა”-ს სათაო ოფისები არ არის ფილიალები ჩვეულებისამებრ, 3 ნოემბრიდან დაიკეტება.

დანარჩენი ოფისების დაკეტვა კი მომდევნო 3 თვით გადაიდო. 

“საბერძეთის ფოსტა მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. უკვე 3 ათწლეულზე მეტია ოფისების მუშაობა ზარალის მომტანია იმ გარემოში, რომელიც ასე სწრაფად იცვლება. ამასთანავე არცერთი ევროპული კონვენცია არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის შესაძლებლობას. შესაბამისად თუ საჭირო გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ არ იქნა მიღებული მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში დამდგარი შედეგი შეუქცევადი იქნება და საფრთხეს შეუქმნის “ელტა”-ს არსებობა არ არსებობის საკითხს.” – აცხადებს ადმინიტრაცია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *