Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ასპროპირღოს: 1,5 საათი ცდილობდნენ ექიმები 10 წლის გოგონას გადარჩენას, რომელმაც სკოლაში მოულოდნელად დაკარგა გონება

ასპროპირღოს: 1,5 საათი ცდილობდნენ ექიმები 10 წლის გოგონას გადარჩენას, რომელმაც სკოლაში მოულოდნელად დაკარგა გონება

1,5 საათი ცდილობდნენ ექიმები 10 წლის გოგოს გადარჩენას, რომელმაც სკოლაში გონება მოულოდნელად დაკარგა.

გოგონა 31 ოქტომბერს შუადღეს, სკოლის ეზოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თრიასიოს საავადმყოფოში გადაიყვანა. 

გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა, შესაბამისად სკოლასაც ჰქონდა მშობლებისგან ნებართვა, რომ ფიზკულტურის გაკვეთილებზე სრული დატვირთვით ევარჯიშებინა მოსწავლე.

გამოძიება ელოდება ტოქსიკოლოგიური ტესტების პასუხებს, რათა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდეს.

შეგახსენებთ, რომ გოგონა სკოლის ეზოში სეირნობდა, როცა მოულოდნელად მიწაზე დაეცა. სკოლის მოსწავლეებმა დაუყოვნებლივ მასწავლებლებს მიმართეს დასახმარებლად, რომლებმაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას შემზარავი სურათი დახვდათ, რადგან ყველა მასწავლებელი ტიროდა. 

გავრცელებული ინფორამციის თანახმად როდესაც გოგონას მამამ გაიგო, რომ ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს გონება დაკარგა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *