Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

31 მაისი თამბაქოს წინააღმდეგ საერთაშორისო დღეა

31 მაისი თამბაქოს წინააღმდეგ საერთაშორისო დღეა

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი აღარ არის ის ქვეყანა, სადაც მოწევა დაშვებული იყო თვითმფრინავებში, გემებზე, საავადმყოფოებსა და დახურულ სივრცეებში, ქვეყანაში მაინც მყარად არის ფესვგადგმული თამბაქოს მოწევის კულტურა და ამაზე მწეველთა რაოდენობაც მიუთითებს. 10-დან თითქმის 4 ბერძენი მოიხმარს ან თამბაქოს, ან ელექტრონულ სიგარეტს.

შეგახსენებთ, რომ დღეს თამბაქოს საწინააღმდეგო დღეა, რომლის ფარგლებშიც მწეველებმა ჩვევის უკუჩვენებებზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს დამოკიდებულების გავლენა ჯანმრთელობაზე და მათი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ როდესაც ადამიანი მოწევას თავს ანებებს ცვლილებები ხდება არა მხოლოდ პირველ რამდენიმე წელიწადში, არამედ პირველ დღეებში, საათებსა და წუთებშიც კი.

სიგარეტისთვის თავის დანებება რთულია, მაგრამ თუ ამას შეძლებთ, მაშინ დრო სიგარეტის კვამლის გარეშე, ფილტვებს საშუალებას მისცემს მიიღოს სუფთა ჰაერი, რაც მისთვის აუცილებელია დაზიანებული ქსოვილების აღსადგენად. თეორიულად, რაც უფრო ადრე მიატოვებს ადამიანი მოწევას, მით უფრო მეტი დრო აქვს სხეულს გასაჯანსაღებლად.

ადამიანის სხეული საოცარი რამაა. ბოლო სიგარეტიდან სულ რაღაც 20 წუთის შემდეგ, იგი იწყებს რეგენერაციის პროცესს. გულისცემა და არტერიული წნევა სტაბილურდება, მათზე ნიკოტინის ზემოქმედების მოხსნის შემდეგ.

მოწევისთვის თავის დანებებიდან 1 კვირის შემდეგ სავსებით ნორმალურია მუდმივად სიგარეტის მოწევაზე ფიქრი – ახლა, ეს მხოლოდ ფიქრებია, გაქრა ფიზიკური ლტოლვა ნიკოტინის მიმართ. ორგანიზმი შეეჩვია თამბაქოს ბიოლოგიურ შემცვლელს. ამ პერიოდში ბევრ მწეველს აქვს ხველა, მაგრამ ეს ნორმალურია, ასე ცდილობენ ფილტვები გაწმენდას.

2 თვის თავზე გულის შეტევის რისკი იკლებს. გაუმჯობესდება ფილტვის ფუნქცია, რაც გაგიმარტივებთ კიბეებზე ასვლას და არ დაიღლებით ადვილად ფიზიკური აქტივობისას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *