Latest news
რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა შვებულების პერიოდში მანქანის ქალაქში დატოვებისას სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს 
ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

4 და 5 მაისს ათენის სასამართლოების თანამშრომლები 2 საათიან გაფიცვას აცხადებენ

4 და 5 მაისს ათენის სასამართლოების თანამშრომლები 2 საათიან გაფიცვას აცხადებენ

ათენის სასამართლო თანამშრომლები ხვალ, ორშაბათს, 4 მაისს და ზეგ, სამშაბათს 6 მაისს, საპროტესტო აქციებს გამართავენ სასამართლოების შენობებში უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო, რაც 27 აპრილს 89 წლის შეიარაღებული მოხუცებულის შეჭრის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ლუკარეოსის ქუჩაზე მდებარე პირველი ინსტანციის სასამართლოში შეიარაღებულმა თავდასხმამ, თანამშრომლების თქმით კიდევ ერთხელ გამოკვეთა უსაფრთხოების სერიოზული ხარვეზები და სექტორის დიდი ხნის მოთხოვნები წინა პლანზე წამოწია. როგორც ისინი აღნიშნავენ, ისინი მოითხოვენ ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას, ასევე მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად არსებითი ზომების დაუყოვნებლივ მიღებას.

აღნიშნული მოთხოვნების წასაყენებლად სასამართლოების თანამშრომლები მუშაობას დილის 9 საათიდან 11 საათამდე შეწყვეტენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *