Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისამართალი

13 წლის კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ მთავრობა მოძრაობის წესების გამკაცრებას გეგმავს

13 წლის კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ მთავრობა მოძრაობის წესების გამკაცრებას გეგმავს

ბოლო პერიოდში მომხდარი სერიოზული ავარიებისა და უბედური შემთხვევების შემდეგ, მთავრობა ელექტროსკუტერების საგზაო მოძრაობის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას გეგმავს. 

ავტოსაგზაო შემთხვევის ბოლო მსხვერპლი 13 წლის კონსტანტინე იყო, რომელიც სკუტერით გადაადგილებისას ავტომანქანას შეეჯახა და სასიკვდილოდ დაშავდა.

აღნიშნული ცვლილებები ქალაქის ქუჩებში ელ.სკუტერების უკონტროლო გამოყენების დასრულებას შეუწყობს ხელს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არასრულწლოვნების მიერ სკუტერების გამოყენების აკრძალვა იქნება. ინიციატივა საგზაო უსაფრთხოების ექსპერტებისგან წამოვიდა მზარდი ინციდენტების რაოდენობის შემდეგ. დღემდე ძალიან ხშირია არასრულწლოვნების მიერ სკუტერების გამოყენება დამცავი აღჭურვილობისა და მოძრაობის წესების ცოდნის გარეშე, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *