5 მარტს საბერძნეთის სახელმწიფომ სამშობლოში 315 ბერძენის დაბრუნება უზრუნველყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან
5 მარტს საბერძნეთის სახელმწიფომ სამშობლოში 315 ბერძენის დაბრუნება უზრუნველყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან
წარმატებით ჩაიარა საბერძნეთის საგარაო საქმეთა სამინისტროს კორდინაციით განხორციელებულმა რეპატრიაციის ოპერაციამ, რომლის ფარგლებშიც 315 საბერძეთის მოქალაქე ოჯახებთან ერთად უსაფრთხოდ დაბრუნდა საბერძნეთში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.
უფრო კონკრეტულად კი 91 საბერძნეთის მოქალაქე დაბრუნდა აბუ-დაბიდან საბერძნეთის საჰაერო ძალების C-130 თვითმფრინავით, 101 საბერძნეთის მოქალაქე მათი ოჯახის წევრებით დაბრუნდა დუბაიდან ეგეოსის ავიახაზების მეშვეობით, 10 საბერძეთის მოქალაქე სახმელეთო გზით დაბრუნდა სამშობლოში იერუსალიმიდან ეგვიპტის ქალაქ ტაბას გავლით, ხოლო კიდევ 113 საბერძნეთის მოქალაქე ოჯახებთან ერთად Air Arabia-ს მეშვეობით.
რეპატრიაციის ოპერაციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. დღეს, პარასკევს, 6 მარტს საბერძნეთში ომანიდან 2 რეისი დაეშვება. პირველი Sky Express-ის თვითმფრინავით, რომელიც 15:30 საათზეა დაგეგმილი, ხოლო ღამის 21:30 საათზე კი ეგეოსის ავიახაზების.
