58 წლის მამაკაცი საცურაო აუზზე არასრულწლოვანთა გადაღებისთვის დააკავეს
დააკავეს 58 წლის მამაკაცი, რომელიც საცურაო აუზში არასრულწლოვანებს ფარულად იღებდა.
პირველი ინფორმაციით გუშინ, კვირას, პოლიციამ წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, მამაკაცი მუნიციპალურ საცურაო აუზზე დააფიქსირა და დაცვის განყოფილებაში მიიყვანა.
საჩივარში ნათქვამია, რომ მან უნებართვოდ, ფარულად გადაიღო არასრულწლოვანი გოგონები , რომლებიც საცურაო კოსტუმებს იცვამდნენ და ვარჯიშობდნენ.
დაკავებისას მამაკაცს აღმოაჩნდა კამერა, რომელსაც სპეციალური ყდა ჰქონდა გაკეთებული, რათა ვერავის შეემჩნია კონკრეტულად რას აკეთებდა.
ჩხრეკის დროს მისი საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოიღეს ვიდეოკამერები და მეხსიერების ბარათები, სამ კომპიუტერთან ერთად.
აღნიშნული ნივთები მფლობელს ჩამოართვეს და შესაბამის ლაბორატორიებში ექსპერტიზა ჩაუტარდება.
საქმე სასამართლოს გადაეცა, ხოლო გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს კონკრეტულად რა მოხდა და რა იყო დაკავებული მამაკაცის მოტივი.
