Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

ფლორინა: თურქეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

ფლორინაში, კრისტალოპიგის სასაზღვრო პუნქტზე 56 წლის უცხოელი გამოჩნდა, რომელიც ცდილობდა ქვეყნიდან გასვლას, მაგრამ პასპორტის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცი ძებნილი იყო,  მას საბერძნეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ტრეფიკინგში ედება ბრალი.

იგი ადგილზე დააკავეს და კასტორიის რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს.

აღნიშნული პიროვნება  ასევე თურქეთის მიერ წითელი ცირკულარით  მეზობელი ქვეყნიდან ნარკოტიკების შეტანის  ბრალდებით იძებნებოდა.

ალბანელი კაკავიას პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა სამშობლოში დასაბრუნებლად,  მაგრამ ის უშიშროების პოლიციამ დააკავა და იოანინის  პროკურატურაში გადაიყვანა, სადაც მიმდინარეობს მისი  თურქეთში ექსტრადირებისთვის მზადების  პროცესი.

56 წლის  ალბანელს დასავლეთ მაკედონიის სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 30 000 ევროს ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *