Latest news
კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა სალონიკი: პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 33 წლის კაცი დააკავეს შთამბეჭდავი სანახავია თეთრად შემოსილი პელოპონისო და სალონიკის მთიანი ნაწილი ტაქსის მძღოლები დღესაც აგრძელებენ გაფიცვას კერნიკის ეროვნულ პარკში 23 მეტრის სიმაღლი 1074 წლის ხე დგას  21 იანვარი: უამინდობის ფენომენის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა ბარომეტრი საბერძეთის საზამთრო სეზონისთვის შეუფერებლად დაბალ ტემპერატურას აჩვენებს ტაქსის მძღოლები ისევ 48 საათიან გაფიცვას აცხადებენ ევია: დიდთოვლობის გამო დირფისის კურორტისკენ მიმავალ გზაზე 2 ახალგაზრდა გაიჭედა მოსწავლემ სკოლაში ხანძარი გააჩინა
ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
მსოფლიოსაბერძნეთი

7 კლინიკას ჰქონა მიღებული დანიის მოქალაქისგან სპერმა, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს შეიცავდა

7 კლინიკას ჰქონა მიღებული დანიის მოქალაქისგან სპერმა, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს შეიცავდა

დანიის სპერმის ბანკიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არაერთმა ოჯახმა შეიძინა სპერმა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 197 ბავშვი დაიბადა. 

ეს არა უბრალო სტატისტიკა, არამედ ტრაგიკული მაჩვენებელია, რომელიც ასახავს იმ ბავშვთა რიცხვს, რომლებიც კლინიკისა და დონორის დაუდევრობის შედეგად გამოწვეული სპერმის გენეტიკური მუტაციის გამო იქნებიან სიმსივნური უჯრედების მატარებლები სიცოცხლის ბოლომდე.

გამოძიების თანახმად საბერძნეთში შვიდმა კლინიკამ შეიძინა დანიელი დონორისგან სპერმა.

2020 წლის ნოემბერში ბავშვთა ონკოლოგმა ერთი და იგივე ოჯახიდან 3 ბავშვში შენიშნა TP53 ტიპის მუტაცია. ბავშვები ინვიტრო განაყოფიერების შედეგად იყვნენ ჩასახულნი. სამი ბავშვიდან ერთ-ერთს სიმსივნე აქვს. 2023 წელს იმავე ონკოლოგს კლინიკაში მიუყვანეს კიდევ ერთი ბავშვი სხვა ოჯახიდან, რომელიც იმავე დონორისგან არის და იმავე მუტაციის მატარებელია. 

დანიის ევროპული სპერმის ბანკი მწუხარებას უცხადებს დაზარალებულ ოჯახებს და აცხადებს, რომ აღნიშნული დონორი ნამდვილად უამრავ ევროპის ქვეყანაში იქნა გამოყენებული. 

ქვეყნების ჩამონათვალში, რომელსაც BBC აქვეყნებს, ვხედავთ რომ ერთ-ერთი ქვეყანა საქართველოა, სადაც აღნიშნული დონორის სპერმა გაიყიდა.

სპერმის დონორის ვინაობა უცნობია. მან, როგორც სტუდენტმა 2005 წელს დაიწყო სპერმის ჩაბარება, რომელსაც ქალები განაყოფიერებისთვის 17 წლის განმავლობაში იყენებდნენ. დონორს გავლილი ჰქონდა სკრინინგი და სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა დაბადებამდე დნმ-ში უჯრედებმა მუტაცია განიცადეს. 

“დაზიანებულია TP53 გენი, რომელიც ორგანიზმში კიბოს უჯრედების განვითარებას უშლის ხელს. დონორის სპერმის 20% აღნიშნული გენის საშიშ ფორმის შემცველია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დონორისგან გაჩენილ ბავშვებს აღნიშნული მუტაცია სხეულის ყველა უჯრედში ექნებათ. ინვიტროს შედეგად დაბადებული ბავშვებში სიმსივნის გაჩენის შანსი 90% უტოლდება.” – ვკითხულობთ BBC-ის მიერ გაკეთებულ განაცხადში. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *