Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ბერძნული მართლმადიდებლური აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები

აღდგომა არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული, თავისი წეს- ჩვეულებებითა და ტრადიციებით, რომლებიც ორი ათასი წლის განმავლობაში ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილია.

მდიდარი სიმბოლიზმი და მართლმადიდებლური აღდგომის უნიკალური ტრადიციები დიდად განსხვავდება აღდგომისგან რომელსაც აღნიშნავენ რომაელი კათოლიკეები, პროტესტანტები და სხვა დასავლელი ქრისტიანები.

მართლმადიდებლური და სხვა ქრისტიანული კონფესიების აღდგომა ასევე  სხვადასხვა თარიღით აღინიშნება.

მორწმუნეების მიერ ბერძნული მართლმდიდებლური აღდგომის აღნიშვნა ძალიან განსხვავებულია და მოიცავს სხვადასხვა სიმბოლოებს.

ყოველ აღდგომას ბერძნები მადლობას უხდიან და პატივს მიაგებენ ჯვარცმულ  იესო ქრისტეს, რომელიც კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად ეწამა  და ჩვენ აღვნიშნავთ აღდგომის დღესასწაულს, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას  და შემდგომი სიცოცხლის აღთქმას.

აღდგომის სამზადისი დიდი მარხვის დასაწყისიდან იწყება,

მართლმადიდებელი  ქრისტიანები მარხულობენ და ლოცულობენ ორმოცი დღის განმავლობაში.

დიდი მარხვის ოფიციალურად დაწყებას ბერძნები წმინდა ორშაბათს უწოდებენ, აღდგომამდე შვიდი კვირით ადრე და გრძელდება ორმოცი დღის განმავლობაში.

დიდი მარხვის დაცვა მოიცავს  გარკვეული სახის (ძირითადად ცხოველური) საკვებისგან თავის შეკავებას, მოწყალების გაცემას,  რეგულარულ ლოცვას, აღსარებას და მონანიებას.

ბერძენი მართლმადიდებლების მარხვა მთავრდება მეექვსე კვირის პარასკევს წინასწარი წმინდა ლიტურგიით.

დიდ პარასკევს მთელი საბერძნეთის ეკლესიის ზარები მწუხარების მაუწყებლად რეკავენ მთელი დღის განმავლობაში, საღამოს კი ტარდება ეპიტაფიოს მსვლელობა.

ეფიტაფიოს რთავენ   სანთლებით, ასევე გაზაფხულის ყვავილებით, ძირითადად თეთრი, წითელი ან მეწამული ფერის, სანამ მთლიანად არ დაიფარება და მორწმუნეები ტრადიციულად, პატივისცემის ნიშნად მის ქვეშ გაივლიან.

საღამოს ტარდება  საზეიმო მსვლელობა რომელსაც წინ უძღვიან მღვდლები და უკან მოჰყვებიან მორწმუნეები ანთებული სანთლებით.

და ბოლოს შუაღამისას დგება მომენტი, რომელსაც ყველა მართლმადიდებელი მოუთმენლად ელის, აღდგომის ცერემონიას.

ამ ღამეს ბერძნები მიდიან ეკლესიებში ლიტურგიაზე დასასწრებად და ელოდებიან შუაღამეს.

ბავშვებს, ისევე როგორც უფროსებს, უჭირავთ საზეიმოდ მორთული სანთელი, რომელსაც მათ  ტრადიციულად ნათლიები ჩუქნიან.

შუაღამისას მღვდლები გამოდიან და გალობენ “ქრისტე აღსდგა”-ს, რაზეც ყველა ერთხმად პასუხობს, “ჭეშმარიტად აღსდგა”  და მორწმუნეებს გადასცემენ  იერუსალიმის წმინდა მიწიდან ჩამოტანილ ცეცხლს, საიდანაც ყველანი  ანთებენ სანთლებს და ულოცავენ ერთმანეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *