83 წლის კაცს შვილიშვილის გაუპატიურებაში ედება ბრალი
83 წლის კაცს შვილიშვილის გაუპატიურებაში ედება ბრალი
83 წლის კაცს კუნძული როდოსიდან საკუთარი 8 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ედება ბრალი.
ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონამ ტკივილების ჩივილებით დედას და მათ ოჯახის ნათესავს მიმართა. საფუძვლიანი გასაუბრების შედეგად კი გოგონამ აღიარა, რომ ბაბუამ მასზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა.
უფრო კონკრეტულად კი გოგონამ აღწერა 2020 წელს მომხდარი შემთხვევა, როცა ბაბუასთან მარტო დარჩენა მოუწია.
ბავშვთა ფსიქოლოგმა გოგონასთან გასაუბრებისას დაადგინა, რომ გოგონა ფლობს მისი ასაკისთვის შეუსაბამო ცოდნას სექსუალურ ურთიერთობასთან დაკავშირებით.
გამომდინარე იქიდან რომ მომხდარიდან დიდი დროა გასული რთულია დადგინდეს შეესაბამება თუ არა გოგონას მონათხრობი სიმართლეს.
83 წლის კაცი ყველა ბრალდებას უარყოფს.
