Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

9 აპრილს 24 საათიან საჯარო მოხელეების გაფიცვას საზღვაო ფედერაციაც უერთდება

9 აპრილს 24 საათიან საჯარო მოხელეების გაფიცვას საზღვაო ფედერაციაც უერთდება

ოთხშაბათს, 9 აპრილს 24 საათით გაიფიცებიან საჯარო მოხელეები. 

გაფიცვის გადაწყვეტილება საჯარო მოხელეთა აღმასრულებელმა საბჭომ 17 მარტის სხდომაზე მიიღო.

გაფიცვის მთავარი მოთხოვნა მე-13 და მე-14 ხელფასების დაბრუნებაა საჯარო მოხელეებისთვის და ხელფასების ლოგიკური მატება.

გაფიცვას შეუერთდება საბერძნეთის საზღვაო ფედერაციაც, შესაბამისად ამ დღეს გემები პორტებში უძრავ მდგომარეობაში დარჩებიან 24 საათით.

ჯერ-ჯერობით უცნობია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი და გზებზე რეგულაციების პროგრამა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველთვის იღებს მსგავს გაფიცვაში მონაწილეობას, თუმცა არა სრული გაფიცვის სახით, რათა ხელი შეეწყოს მოსახლეობის შეუფერხებელ გადაადგილებას დემონსტრაციების წერტილების მიმართულებით. 

გაფიცვის თარიღის მოახლოვებასთან ერთად დედაქალაქის მოსახლეობას მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *