ომონია: ნასვამი პოლიციელი სომხეთიდან აცხადებდა, რომ ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა და 7000 ევრო მოპარეს
ომონიის უშიშროების დეპარტამენტის პოლიცია ძარცვის უცნაურ შემთხვევას იძიებს, რომლის მსხვერპლიც სომეხი პოლიციელია.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი ხუთშაბათს, შუაღამის შემდეგ, დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა.
მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ სომხეთში პოლიციის თანამშრომელია, აცხადებდა, რომ სასტუმროს წინ, კარაისკაკის მოედანზე, სადაც ცხოვრობს, ორი უცნობი მიუახლოვდა და ცემის შემდეგ, ჩანთა წაართვეს.
საჩივრის მიხედვით, ჩანთაში იყო ფრანგული პასპორტი, 7000 ევრო, ოქროს ცეპი, ოქროს საათი, ოქროს სამაჯური და მისი სომხური სამსახურის პირადობის მოწმობა სამკერდე ნიშნით.
უცნაურია ის ფაქტი, რომ 57 წლის მამაკაცს არ სურდა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და არც მარკირებული დამნაშავეების ფოტოების ნახვა, სავარაუდო დამნაშავეების ამოცნობის მიზნით. ომონიის უშიშროების დეპარტამენტი წინასწარ გამოძიებას აწარმოებს.
