Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიემიგრაციასაზოგადოება

არეულობა როდოსის პორტში: 400-ზე მეტი მიგრანტი ხელს უშლის სამგზავრო გემის გასვლას

დიდი არეულობაა კუნძულ როდოსის პორტში, სადაც ცოტა ხნის წინ 400-ზე მეტი მიგრანტი შეიკრიბა კუნძულის სხვადასხვა კუთხიდან  და სამგზავრო გემს არ აძლევენ გასვლის საშუალებას.

ისინი ითხოვენ მათ დაუყოვნებლივ გადაყვანას კუნძულ როდოსიდან ან გადაყვანას ლტოლვილთა  ორგანიზებულ საცხოვრებელ სტრუქტურებში.

ემიგრანტებმა თავი მოიყარეს გემის “Chios Island” კატაპულტის წინ, რითიც ხელი შეუშალეს გემის გასვლას კუნძულ როდოსიდან. ისინი კატეგორიულად ითხოვენ პრობლემის გადაჭრას და კუნძულიდან სასწრაფოდ გადაყვანას ლტოლვილთა ორგანიზებულ თავშესაფარში.

აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის პორტში შედის სამგზავრო გემი “კუნძული პატმოსი”, რომელიც უსაფრთხოების მიზნით, სავარაუდოდ, პორტის სხვა ნაწილში ჩამოდგება, რის შესახებაც კუნძულის ყველა კომპეტენტური ორგანოა ინფორმირებული.

ვიდეო:

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *