ალიმოში აშშ-ის მიერ საერთაშორისო ცირკულარით ძებნილი 42 წლის მამაკაცი დააკავეს
სამშაბათს (31/10) შუადღისას, ალიმოში ატიკის უშიშროების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 42 წლის უცხოელი მამაკაცი, რომელიც აშშ-ის მიერ ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდებით, დაკავების საერთაშორისო ცირკულარით იძებნებოდა.
კერძოდ, როგორც პოლიციის შესაბამის განცხადებაშია აღნიშნული, 42 წლის ბრალდებული აშშ-ში, როგორც გაყიდვების (ტელემარკეტინგის) კომპანიის მენეჯერი, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ყალბი ინვიოსებით და ვირტუალური კომპანიების შექმნით ეწეოდა ბიზნესისა და კომპანიების მიმართ თაღლითობას, რის შედეგადაც იღებდა დიდ ფინანსურ სარგებელს.
დაკავებული ათენის სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს.
Facebook Comments Box
