Latest news
პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა თესალონიკში-გარდაცვლილია 40 წლის ქალი

ოთხშაბათს შუადღისას თესალონიკში მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მართვადაკარგული საქალაქო ავტობუსი მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და მსუბუქ ავტომანქანებს და ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. შედეგად გარდაცვლილია 40 წლის ქალი, 3 წლის გოგონას დედა.

40 წლის ქალი სამსახურიდან სახლში ელექტროსკუტერით ბრუნდებოდა, უეცრად დაინახა მისკენ მომავალი ავტობუსი და მან რეაგირება ვერ მოასწრო. ინციდენტის თვითმხილველები აცხადებენ, რომ მსხვერპლს ჩაფხუტი ეკეთა, თუმცა ავტობუსმა ფაქტიურად ზედ გადაუარა, რის შედეგადაც ქალი  მყისიერად გარდაიცვალა.

შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაინახეს ავტობუსი, რომელიც შედიოდა მონასტირის ქუჩაზე მოძრაობის  საპირისპირო მიმართულებით, მძღოლი კი საჭეზე იყო გადაწოლილი, შემდეგ კი ის შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქო ავტობუსის მძღოლი ანაგენისის ქუჩიდან მონასტირის ქუჩაზე გადახვევის მიზნით დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც სავარაუდოდ გონება დაკარგა. ამის შემდეგ მართვადაკარგული ავტობუსი საპირისპირო ნაკადში შევიდა და ელექტროსკუტერს, ტაქსს და კიდევ სხვა ავტომობილს შეეჯახა.

მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სალონიკის იპოკრატეოს საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ირკვევა, მომხდარიდან ცოტა ხნით ადრე მან ექიმებს შეატყობინა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. 43 წლის მძღოლს ჩაუტარდა გამოკვლევების სერია, რომელიც აჩვენებს რამ გამოიწვია მძღოლის  გონების დაკარგვა და შედეგად მძიმე ავარია.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *