Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

საჯარო ტრანსპორტის მუშაობის შეცვლილი განრიგი აღდგომის ოთხშაბათამდე

აღდგომის დღეებში, ოთხშაბათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ათენში შეცვლილი განრიგით და მარშრუტების შემცირებული  რაოდენობით  იმოძრავებს.

ΟΑΣΑ -ს განცხადების თანახმად მარშრუტების განრიგი ასეთია:

14 აპრილს, ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის, მეტრო, ავტობუსი, ტროლეიბუსი იმოქმედებს შაბათის გრაფიკი.

ასევე, 15 აპრილს ტრანპორტი  კვლავ შაბათის გრაფიკით იმოძრავებს.

აღდგომის კვირას, 16 აპრილს ყველა სატრანსპორტო საშუალება იმოძრავებს სადღესასწაულო გრაფიკით.

სადღესასწაულო გრაფიკი შენარჩუნდება ორშაბათსაც, 17 აპრილს, ხოლო სამშაბათს, 18 აპრილს ისევ შაბათის განრიგი ამოქმედდება.

მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საჭიროების შემთხვევაში, აღდგომის მთელი დღეების განმავლობაში გათვალისწინებულია აეროპორტის, კიფისოსა და ლიოსიონის სადგურების, ასევე პირეას პორტის მომსახურე ხაზების გაძლიერება.

დიდი შაბათის საღამოს მეტროს პირველ,  პირეა- კიფისიის ხაზზე ბოლო მატარებელი გავა  საღამოს 22: 20 საათზე.

მეტროს მეორე, ანთუპოლი- ელინიკოს ხაზზე ბოლო მატარებელი გავა- “ანთუპოლიდან” 22: 44 საათზე, ხოლო “ელინიკოდან” 22:41 საათზე.

მესამე ხაზზე-” დ.პლაკენდიადან” 22: 42 საათზე და “დიმოტიკო თეატროდან” 22: 39 საათზე.

მეტრო “სინდაგმა”- დან ყველა მიმართულებით 23: 00 საათზე.

აეროპორტიდან 22:22 საათზე, ხოლო “დიმოტიკო თეატრო”-დან აეროპორტამდე 21: 43 საათზე.

მომდევნო კვირის ოთხშაბათიდან  საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობა მუშაობის ჩვეულ  რეჟიმს დაუბრუნდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *