Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს გამართავს ჩინეთის ხელისუფლებასთან.

მანამდე მან პეკინში აკრძალული ქალაქი მოინახულა და დაათვალიერა.

აკრძალული ქალაქი ან აკრძალული სასახლე  მდებარეობს პეკინის ცენტრში და მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა. ამჟამად სასახლე მუზეუმად არის ცნობილი და იუნესკოს მიერ შეფასებულია როგორც მსოფლიოში შემონახული უდიდესი და უძველესი ხის ნაკეთობათა კოლექცია, ის 1987 წლიდან მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ოფიციალური ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი და გადადებას არ ითვალისწინებდა, ამიტომ რადგან  რეგიონში განვითარებული მოვლენები პრემიერს ქვეყნის გარეთ დიდი ხნით დარჩენის საშუალებას არ აძლევს, ვიზიტი მხოლოდ 24-საათიანი პერიოდით შემოიფარგლება,  როგორც ამას მისი კოლეგები აღნიშნავენ.

კირიაკოს მიცოტაკისი, ჩინეთი, ჩინეთის ხელმძღვანელობა,

 

კირიაკოს მიცოტაკისი, ჩინეთი, ჩინეთის ხელმძღვანელობა,

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *