ზეფირის ბოშა ჰაკერთა დაჯგუფება ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდა
საბერძნეთის კიბერ უსაფრთხოების სპეციალურმა სამსახურმა კიბერ დანაშაულში ეჭვმიტანილი, სპეციალური სტრუქტურის მქონე ბოშათა კრიმინალური დაჯგუფება გამოავლიანა.
ჯგუფი ზეფირის ეგრეთ წოდებული ” ქოლ ცენტრებიდან” მსხვერპლთა ანგარიშებზე წვდომას და დიდი ოდენობის თანხების მითვისებას ახორციელებდა.
ერთ წელზე ნაკლებ დროში მათ მოახერხეს ათობით მსხვერპლის შეცდომაში შეყვანა, რის შედეგადაც ნაძარცვი თანხა დაახლოებით 2 მილიონ ევროს შეადგენდა.
დამნაშავეთა საცეცებში მოხვდნენ ბიზნესმენები, სათამაშო და გასართობი ცენტრების მფლობელები, ცალკეული პიროვნებები, ბუღალტერები და სასულიერო პირებიც კი.
წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თაღლითობის სქემა იმდენად დახვეწილი და მასშტაბური იყო, რომ მოპოვებული თანხები შთამბეჭდავ რაოდენობას აღწევდა.
დაჯგუფების წევრები გარკვეული საბაბით უკავშირდებოდნენ ტელეფონით პოტენციურ მსხვერპლს და სთავაზობდნენ სხვადასხვა სერვისს, ღირებულების წინასწარ გადახდის პირობით, ხდებოდა ელექტრონული ტრანზაქციის დამუშავება, რის საშუალებითაც ისინი მოიპოვებდნენ წვდომას პიროვნების ანგარიშის ნომერზე და პირად მონაცემებზე, შესაბამისად მის ონლაინ ბანკზეც, საიდანაც ხდებოდა შემდგომში თანხების მითვისება.
