Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეიარაღებული პირი შეიჭრა, მას მძევლად საკუთარი შვილი ჰყავს

გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა, გვი­ან ღა­მით, ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­დაკ­ვე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის ბა­რი­ე­რი და თვითმფრი­ნა­ვის ასაფ­რენ ზოლ­ზე შე­იჭ­რა.

პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ავ­ტო­მო­ბილ­ში სულ მცი­რე ორი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა შო­რის ერთი ბავ­შვია.

სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი 35-ის წლის არის, წარმოშობით თურქეთიდან, ხოლო ბავ­შვი 4 წლი­საა. ის დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რის გავ­ლით ასაფ­რენ ბი­ლიკ­ზე შე­ვი­და და მან­ქა­ნა თვითმფრი­ნა­ვის ქვეშ გა­ა­ჩე­რა.

ჰამ­ბურ­გის პო­ლი­ცი­ის ბოლო ცნო­ბე­ბის მი­ხე­დით, ოპე­რა­ცია ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა და აე­რო­პორ­ტი ამ დრომ­დე და­ხუ­რუ­ლია.

პოლიციამ შემოარტყა ალყა ჰამბურგის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას და აწარმოებენ მოლაპარაკებას შეიარაღებულ თავდამსხმელთან, რათა ის ჩაბარდეს და გადასცეს მათ ბავშვი, რომელიც მძევლად ყავს.

როგორც გერმანიის მედია იტყობინება, მოლაპარაკებები დილის 07:00 საათის შემდეგ გრძელდება, ხოლო აეროპორტი სრულად ევაკუირებულია. ინციდენტის შედეგად 3200-მდე მგზავრი დაზარალდა, ხოლო საჰაერო მიმოსვლა მთლიანად შეფერხდა.

დღეისთვის დაგეგმილია 286 რეისი 34500 მგზავრის გადასაყვანად, თუმცა ჯერჯერობით ჰამბურგის აეროპორტში მოძრაობა შეჩერებულია აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მძევლების ინციდენტის გამო.

„ჩვენ მოვახდინეთ პოლიციის ფსიქოლოგების მობილიზება და ახლა ვესაუბრებით დამნაშავეს, იმედი გვაქვს ინციდენტის მოლაპარაკების გზით მოგვარების”,- განუცხადა პოლიციის სპიკერმა სანდრა ლოვგრუნმა ტელევიზიას.

მძევალი გო­გო­ნა მა­მა­კა­ცის შვი­ლია და საქ­მე მასა და ბავ­შვის დე­დას შო­რის მე­ურ­ვე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ვას ეხე­ბა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *