Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მამაკაცი, რომელმაც სინდაგმაზე პალესტინის დროშა აღმართა, დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა 22 წლის მამაკაცი, რომელმაც 5 ნოემბერს, კვირას, სინდაგმის მოედანზე გამართული აქციის დროს თავისი ქვეყნის, პალესტინის დროშა აღმართა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და პოლიციამ მისი ვინაობის დადგენა შეძლო.

აღნიშნულ ვიდეოში ასახულია ათენის ცენტრში მიმდინარე აქციის დროს ახალგაზრდა მამაკაცის მიერ განათების ბოძზე ასვლის და დროშის აღმართვის მომენტი.

მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 141-ე მუხლის დარღვევით აღიძრა, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც თავისი განზრახვით, ან რაიმე სახის ქმედებით, საბერძნეთის ან მისი მოკავშირე სახელწიფოს მოსახლეობას საფრთხის წინაშე დააყენებს, ან ბერძნული სახელმწიფოს სხვა ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობების დარღვევის რისკს შექმნის, ისჯება სამი თვიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

მომხდარ ფაქტზე წინასწარ გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველოს ატიკის განყოფილება აწარმოებს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *