Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: 105 კგ კოკაინის რეალიზაციის მცდელობისთვის დაკავებულებს დღეს პროკურატურას წარუდგენენ

დღეს პროკურატურას წარუდგენენ თესალონიკში, 105კგ კოკაინის რეალიზაციის მცდელობისთვის დაკავებულ ათი ადამიანისგან შემდგარ  კრიმინალურ დაჯგუფებას,  რომელიც  ადგილობრივმა პოლიციამ ამერიკის ნარკოდანაშაულის  ადმინისტრაციასთან და ჩრდილოეთ მაკედონიის პროკურატურის ორგანოებთან თანამშრომლობის შემდეგ, გასულ კვირას გამოავლინა.

კოკაინის უკანონო რეალიზაციის  საერთაშორისო დანაშაულებრივ  რგოლში, ბრალდებულთა და დაკავებულთა  შორის არის მისი სავარაუდო ლიდერი, 68 წლის ექიმი, რომელიც ცნობილია წარსულში  ბალკანეთში სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდის  საქმეში მონაწილეობით.

მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ეხება დანაშაულებრივი ორგანიზაციის  ხელმძღვანელობის, ფორმირებისა და გაწევრიანების ქმედებებს და ნარკოტიკებით ვაჭრობას.

ნარკოპროკურატურა , როგორც ჩანს, სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდა რგოლის მოძრაობას.

მისი წევრების დაპატიმრების ოპერაცია  დაიწყო გასულ ორშაბათს შუადღისას, როდესაც ეპიზოდური დევნის შემდეგ დააკავეს 34 წლის მძღოლი, რომელმაც ავტომანქანით  64 ამანათის შემცველი ექვსი სამგზავრო ჩანთა გადაიტანა, სულ 105 კგ კოკაინი.

მისი გადაადგილების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ მან ნარკოტიკული ნივთიერება  სალონიკში, აგიოს ათანასიოს საწყობიდან მიიღო.

პოლიციის  განცხადების  თანახმად, არალეგალური ტვირთი აპრილის ბოლო 10 დღეში ჩავიდა თესალონიკის პორტში, ბანანით დატვირთული  კონტეინერით  და წარმოშობის ქვეყანა იყო ეკვადორი.

შემდეგ იგი სატვირთო მანქანებით გადაიტანეს საწყობში, სადაც ამოიღეს კონტეინერების შიგნიდან.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კოკაინი კარგად იყო დამალული კონტეინერების სარტყელებზე და მისი შემდგომი რეალიზაცია უნდა მომხდარიყო  როგორც საბერძნეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.

როგორც ცნობილი გახდა, ნარკოკარტელი  მიიღებდა მოგებას, რომელიც შეფასებულია მინიმუმ 2,1 მილიონი ევროს ფარგლებში,  ხოლო სავარაუდოდ 8-დან 11 მილიონ ევრომდე სარგებელს მისი  შემდგომი რეალიზაციიდან.

 

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *