Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ამინდი: წვიმებისა და შტორმის ახალი ტალღა ორშაბათიდან

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გამოცემული ამინდის უახლესი პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია ძლიერი წვიმებისა და შტორმის ახალი რაუნდი, რომელიც დაიწყება დღეს, კვირა საღამოს და გაგრძელდება ორშაბათის ჩათვლით.

უფრო დეტალურად, უამინდობის  ახალი ტალღა მოდის ჩრდილო-დასავლეთიდან ძლიერი წვიმებით და შტორმებით, ის თავდაპირველად გავლენას მოახდენს დასავლეთ საბერძნეთზე და თანდათანობით ორშაბათს აღმოსავლეთ მაკედონიაზე, თრაკიასა და აღმოსავლეთ ეგეოსზე.

დღეს, საღამოს საათებიდან ორშაბათის დილის საათებამდე წვიმა და შტორმია მოსალოდნელი ჩრდილოეთ იონიაში და ეპიროსზე.  ორშაბათს დილიდან შუადღემდე დასავლეთ სტერეაში, დასავლეთ და სამხრეთ პელოპონესზე, კითირაზე და შესაძლოა დასავლეთ კრეტაზე.

ორშაბათის დილის საათებიდან შუადღემდე თრაკიაში და შესაძლოა დროებით აღმოსავლეთ მაკედონიაში. ასევე ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე და შესაძლოა დროებით ციკლადებზე.

ორშაბათის შუადღიდან გვიან ღამემდე დოდეკანისზე.

ამინდის ზოგადი პროგნოზი დღეს, კვირას:

აღმოსავლეთ ეგეოსისა და დოდეკანისის კუნძულებზე მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმა, ხოლო რეგიონებში სპორადული შტორმი, რომელიც დილის საათებში ადგილ-ადგილ ძლიერი იქნება. დანარჩენ რაიონებში დასავლეთში, ციკლადებსა და კრეტაზე ადგილობრივი წვიმები იქნება. საღამოს საათებიდან ჩრდილოეთ იონის ზღვაზე და ეპიროსში მოსალოდნელია ძლიერი შტორმი, დასავლეთში კი წვიმა გაძლიერდება და ჩრდილოეთისკენ გავრცელდება.

ტემპერატურა ოდნავ დაიკლებს და 20-22 გრადუსს მიაღწევს. ცენტრალურ და სამხრეთ მატერიკზე 23 გრადუსს, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუნძულებზე კი  25 გრადუს ცელსიუსს.

დასავლეთ მაკედონიაში და დანარჩენ რეგიონებში ნელ-ნელა დაიწყება ადგილობრივი წვიმა შუადღიდან დასავლეთ მაკედონიაში, საღამოს საათებიდან კი თანდათანობით დანარჩენ რეგიონებში.

ტემპერატურა: 08-დან 20 გრადუს ცელსიუსამდე. დასავლეთ მაკედონიაში 4-დან 5 გრადუსამდე შემცირდება.

იონიის კუნძულებზე, ეპიროსში, დასავლეთ სტერეაში, დასავლეთ პელოპონისზე დროებითი მოღრუბლულობა მცირე ადგილობრივი წვიმით. საღამოს საათებიდან ჩრდილოეთ იონიასა და ეპირუსში ძლიერი შტორმი იქნება, დანარჩენ რაიონებში კი წვიმა გაძლიერდება.

ტემპერატურა: 13-დან 23 გრადუსამდე. ეპირუსის შიდა ნაწილში 5-დან 6 გრადუსამდე  დაიწევს.

აღმოსავლეთ სტერეაში, ევიაში, აღმოსავლეთ პელოპონისზე  ზოგადად მზიანი ამინდია, საღამოს საათებში თანდათანობით მოიმატებს ღრუბლები. ტემპერატურა: 11-დან 23 გრადუსამდე.

ციკლადებზე, კრეტაზე დროებითი მოღრუბლულობა, მცირე ადგილობრივი წვიმით.

ტემპერატურა: 16-დან 24-მდე და კრეტაზე 25 გრადუს ცელსიუსამდე.

ატიკის რეგიონში ზოგადად მზიანი ამინდია, დროებითი მოღრუბლულობით. ტემპერატურა: 12-დან 22 გრადუსამდე.

თესალონიკში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, რომელიც თანდათან მოიმატებს, საღამოს საათებში კი ადგილობრივი წვიმა.

ტემპერატურა: 09-დან 19 გრადუსამდე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *