ლაკონია- გემი რომელზეც არალეგალი ემიგრანტები იმყოფებოდნენ ჩაიძირა
ოთხშაბათს შუაღამისას, ლაკონიის ნეო ოტილოში, იალქნიანი გემი, რომელზეც არალეგალი ემიგრანტები იმყოფებოდნენ დაზიანდა და ნახევრად ჩაიძირა.
გარდაცვლილია ერთი ემიგრანტი.
პოლიციისა და სახანძრო ბრიგადის ერთობლივი ოპერაციების შედეგად დარჩენილი 47-ის გადარჩენა მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი არ დაიხრჩო, ის მგზავრობისას პათოლოგიური მიზეზით გარდაიცვალა და ნაპირზე მისმა ახლობლებმა გამოიყვანეს.
იალქნიანი გემი იტალიის სანაპიროსკენ მიემართებოდა, როგორც ირკვევა ის სმირნიდან დაახლოებით ხუთი დღის წინ გავიდა.
გემზე მყოფებიდან ყველა ნაპირზე იქნა გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სპარტის საავადმყოფოში პროფილაქტიკური მიზნით შვიდი მათგანია მოთავსებული, დანარჩენი 40 ხმელეთზეა და ელოდება ავტობუსით გადაყვანას.
Facebook Comments Box
