Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

აკროპოლზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

ათენის ცენტრში,აკროპოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად  გაირკვა, რომ 17 წლის ალბანელმა  თავდამსხმელმა, სამ თანამზრახველთან ერთად, მანამდე, სანამ მსხვერპლს დანას დაარტყავდა, ჯერ სიგარეტი სთხოვა, ხოლო უარის მიღების შემდეგ   კი თავს დაესხა, კისრის და მუცლის არეში დანით მძიმე დაზიანებები მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა ახალგაზრდებმა მსხვერპლი გაძარცვეს, წაართვეს ჩანთა, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ, ხოლო დანა რომელითაც  მსხვერპლი დაჭრეს, იქვე ახლოს გადააგდეს.

გაქცევისას გადააგდეს ასევე მსხვერპლის ჩანთა, მისი პირადი ნივთებით, რომელიც შემდეგ გამვლელმა იპოვა და პოლიციის განყოფილებაში მიიტანა.

პოლიციის მიერ ასევე ნაპოვნია, დანა, რომლის გადაგდების ადგილიც თვითონ დამნაშავემ მიუთითა.

პოლიციამ 17 წლის  ალბანელი  აგიო პანტელეიმონის ტერიტორიაზე, მის საცხოვრებელ ბინაში დააკავა.

მან დანაშაული აღიარა,  გაიხსენა  დანაშაულის დეტალები  და ასევე გულგრილი სიმშვიდით აღწერა, რომ სახლში მისულმა ტანსაცმელი გამოიცვალა ხოლო სიხლიანი ნივთები  სარეცხის მანქანაში გარეცხა.

როგორც ამბობს მას არ ახსოვს ზუსტად დანაშაულის ზოგიერთი დეტალი, თუმცა მომხდარს ნანობს.

დაჭრილი ახალგაზრდა ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმები  არტერიის დაზიანების გამო შიდა სისხლდენის განვითარების საშიშროებას არ გამორიცხავენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *