Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათიდან სამი ბერძენი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე მისი ყოველთვიური შემოსავალია

კვლევებმა აჩვენა, რომ ათიდან თითქმის სამი ბერძენი მომხმარებელი ყოველთვიურად ხარჯავს იმაზე მეტს, რის საშუალებასაც მისი ყოველთვიური შემოსავალი იძლევა.  მათი კონკრეტული, გადაჭარბებული ხარჯები თვეში 275 ევროს აღწევს. ევროპაში ეს ფენომენი გამოხატულია ასევე მხოლოდ ნორვეგიასა და ირლანდიაში, სადაც იმ მოსახლეობის  პროცენტული რაოდენობა, ვინც ხარჯავს თავის შემოსავალზე მეტს, აღწევს 33% და 32%.

მაჩვენებლები ასახულია პრეტენზიების მართვის კომპანიის Intrum-ის წლიურ ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ევროპაში მოსახლეობის მიერ გაწეული ზედმეტი ხარჯების საშუალო მაჩვენებელი არის 232 ევრო თვეში და რომ ევროპელი მომხმარებლების 49% ამბობს, რომ გაცილებით ნაკლები ფული რჩება ჯიბეში გადასახადების გადახდის შემდეგ, ვიდრე გასულ წელს. გარდა ამისა, 35% ამბობს, რომ მათ დააგვიანეს მინიმუმ ერთი გადასახადის გადახდა ბოლო 12 თვის განმავლობაში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

ანგარიში ასევე ცხადყოფს, რომ ევროპაში ყოველი მეხუთე ამბობს,რომ საერთოდ არ აქვს დანაზოგი, ხოლო 17% ამბობს, რომ აქვს, მაგრამ რაოდენობა არ აღემატება მის ყოველთვიურ შემოსავალს.

ამავდროულად, ბერძენი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მათ არ შეუძლიათ მართონ მათი მრავალჯერადი ონლაინ გადახდები 67%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. როგორც ანგარიშში აღნიშნულია, ციფრული პლატფორმების ხელმოწერების გადახდა აუდიო-ვიზუალური შინაარსისთვის, ვიდეო თამაშებისთვის, ონლაინ პროდუქტების შესყიდვის ბაზრებისთვის და საკვების შეკვეთისთვისაც კი იწვევს საკრედიტო ბარათებიდან თანხის გადინებას ისე, რომ მომხმარებელს არ შეუძლია ადვილად გააკონტროლოს კონკრეტული ფინანსური ოპერაცია. ამ ფენომენში მეორე ადგილზეა ირლანდია 62 პროცენტით, მესამეზე ფინეთი (55%) და მეოთხეზე გაერთიანებული სამეფო (53%).

ასევე აღნიშნულია, რომ „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ მოდელის შოპინგის დროსაც კი, რომელიც საბერძნეთში პოპულარული გახდა ბოლო წლებში, ბერძნების 55%-ს უჭირს იმის გარკვევა, თუ როდის და რამდენი უნდა გადაიხადონ.

აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ბერძენი მომხმარებლები ევროპაში ყველაზე პესიმისტურად განწყობილნი არიან უახლოეს მომავალში მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *