Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიოსაზოგადოებაშოუბიზნესი

Balenciaga: აჟიოტაჟი 695 ევროდ ღირებული ქვედაბოლოს გამო, რომელიც პირსახოცისგან არის შექმნილი

მოდის სამყარო მიჩვეულია საზოგადოების პროვოცირებას იმ უჩვეულო, არატრადიციული და გამომწვევი ტანსაცმლით, რომელსაც ის ბაზარზე წარადგენს, ამის კიდევ ერთი დასტურია მაღალი მოდის სახლის “ბალენსიაგას” ტანსაცმლის ხაზის უახლესი მოდელი, რომელშიც, თუმცა განსაკუთრებული და ალტერნატიული არაფერი იყო, მაგრამ ძალიან სწრაფად გაიყიდა.

საუბარია 695 ევროდ ღირებულ ქვედაკაბა-პირსახოცზე, დამზადებული ჩვეულებრივი ბამბის პირსახოცისგან, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც პირსახოცი, რომელსაც ადამიანები შხაპის შემდეგ საჩქაროდ შემოიხვევენ ხოლმე წელზე, მაგრამ პირსახოცისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად იხსნება, ამ  ქვედაკაბას აქვს ორი ღილი შუაში, ამიტომ მისი ჩამოვარდნის რისკი აშკარად არ არსებობს.

ფაქტს რათქმაუნდა კრიტიკა არ აკლდა, ნაწილმა გააკრიტიკა არა მხოლოდ ზოგადად მოდის სახლის კონცეფცია და ესთეტიკა, არამედ ამ უახლესი მოდელის გადაჭარბებული ფასიც, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის ჩვეულებრივი პირსახოცისგან იყო შექმნილი.
მაგალითად ავეჯისა და სახლის დეკორაციის შვედურმა კომპანიამ „IKEA“ -მ “დატროლა” მდიდრული ბრენდი და გამოაქვეყნა მოდელის ფოტო, რომელიც კოპირებს “ბალენსიაგას” პროდუქტს 16 ევროდ. მათ აჩვენეს თავიანთი მოდელი, რომელსაც ეცვა Balenciaga-ს პირსახოცის მსგავსი პირსახოცი შავ კაპიუშონიან მაისურთან ერთად, მკვეთრი შავი სათვალეებით, კრემისფერი შარვლით და შავი ფეხსაცმლით.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *