Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიღირშესანიშნავი ადგილები

საბერძნეთის ყველაზე მომხიბლავი სარკინიგზო მარშრუტები

საბერძნეთს აქვსრამდენიმე ყველაზე მომხიბლავი სარკინიგზო მარშრუტი ევროპაში, თუმცა სამწუხაროდ, დღეს სულ უფრო ცოტა ადამიანი ირჩევს ამ ტიპის მოგზაურობას.

საბერძნეთის შორეული და არც თუ ისე ცნობილი სოფლები ისეთივე განსაცვიფრებელი სილამაზით გამოირჩევა, როგორც მისი მსოფლიოში ცნობილი კუნძულები და სანაპირო ზოლები. ამ სოფლების მონახულება სწორედ ასეთი ტიპის მოგზაურობით არის შესაძლებელი.

ქვემოთ მოცემულია საუკეთესო მარშრუტების სია მათტვის, ვინც პირველად აპორებს საბერძნეთში მატარებლით მოგზაურობას.

ათენიდან თესალონიკამდე

მატარებლით მოგზაურობა, მეტეორა, საბერძნეთი
მატარებლით მოგზაურობა, მეტეორა, საბერძნეთი.

ათენი და თესალონიკი ორი დიდი ქალაქია, რომლებსაც მატარებლის ერთი ხაზი აკავშირებს ერთმანეთთან. ათენიდან თესალონიკის მიმართულებით მგზავრობისას მატარებლის ორი ვარიანტი არსებობს, ICE და IC. ICE საუკეთესოა, რადგან ის გადის დღეში ორჯერ, მგზავრობას კი დაახლოებით ოთხსაათნახევარი სჭირდება.

ვინაიდან ეს არის უახლესი და სწრაფი გზა ორ ქალაქს შორის მიმოსვლისათვის, ამიტომ ის ცოტა უფრო ძვირია. თუმცა გვთავაზობს უკეთეს მომსახურებას, კეთილმოწყობილ ვაგონებს და საუკეთესო ხედებს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ღირს მოგზაურობა ამ მიმართულებით, არის ის, რომ სალონიკი სიდიდით მეორე ქალაქია საბერძნეთში, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ თავისი არქიტექტურითა და ისტორიით, არამედ მისი საკვებითაც. აქედან გამომდინარე, ეს მოგზაურობა შესანიშნავ შესაძლებლობას მოგცემთ გასინჯოთ ზოგიერთი ადგილობრივი კერძი.

სტავრუპოლიდან ტოქსოტესამდე

ოსმალეთის ხიდი (1904) მე-4 კმ ქსანტი-სტავროპოლი, დასავლეთ თრაკია, საბერძნეთი
ოსმალეთის ხიდი (1904), ქსანთი-სტავრუპოლის მე-4 კმ, დასავლეთ თრაკია, საბერძნეთი.

მოგზაურობა სტავრუპოლიდან ტოქსოტესამდე ასევე კარგი ვარიანტია საბერძნეთში მატარებლით პირველად მგზავრობისთვის. ეს მშვენიერი გზაა ათენიდან სალონიკში მოგზაურობის გასაგრძელებლად, რადგან ის აკავშირებს ამ უკანასკნელ ქალაქს ჩრდილოეთ საბერძნეთში ალექსანდრუპოლთან.

სტავრუპოლიდან მატარებელი გაივლის საბერძნეთის მთებს და მდინარე ნესტოს ვიწრო სრუტეებს. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რეგიონის ეროვნული პარკი და შესაბამისად სავსეა წყლის ფრინველებით, წავებით, გარეული ცხენებით, არწივებითა და იშვიათი ფაუნით.

მგზავრობის დროს მატარებელი გაივლის სოფლის ძველ ქვის გვირაბებში, ნაკადის გასწვრივ, რაც ერთგვარად ჯადოსნურ სანახაობას წარმოადგენს. აქვე სანახავია მიტოვებული სოფელი ლივერაც.

დიაკოფტოდან კალავრიტამდე

ოდონტოტოს მატარებელი საბერძნეთი
ოდონდოტოსის მატარებელი.

პელოპონესი საბერძნეთის ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონია, ხოლო დიაკოპტო და კალავრიტა მისი ორი ულამაზესი ქალაქია. მანქანით ან მატარებლით მოგზაურობა ერთადერთი გზაა ზღვისპირა სოფლებისა და ქალაქების მოსანახულებლად, თუმცა მატარებლით მგზავრობა ბევრად უფრო რომანტიულია.

გამორჩეულად უნიკალურია გასეირნება მატარებლით, სახელწოდებით ოდონდოტოსი, რაც ნიშნავს “დაკბილულს” და ეს ერთ-ერთი ბოლო მატარებელია მის სახეობაში. სარკინიგზო ხაზი, რომელიც მდებარეობს არხაიაში, მართლაც ერთ-ერთი ყველაზე უნიკალურია ბალკანეთის რეგიონში, რომელიც 1889 წლით თარიღდება.

ოცდაორ კილომეტრიანი სალიანდაგო ხაზი გადის ვურაიკოსის ხეობის გასწვრივ. მატარებელი გაივლის ტერიტორიის ქვის გვირაბებს, სურნელოვანი ფიჭვისა და ოლეანდრის ტყეებს და წარსულის დიდებულ ჩანჩქერებს. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობა მხოლოდ საათზე ცოტა მეტ ხანს გრძელდება, ეს მოგზაურობა ნამდვილად ღირს.
ოლიმპო-პირგოს-კატაკოლო
ოლიმპია ფილიპე II მაკედონიის ტაძარი
ფილიპეონი ძველ ოლიმპიაში. 

დასავლეთ პელოპონესში მდებარე საპორტო ქალაქი კატაკოლო ისეთივე მომხიბვლელია, როგორც მისი სახელი. აქ მდებარეობს უძველესი ოლიმპია, რომელიც ახლა პოპულარული არქეოლოგიური ადგილია.

ორმოცდახუთ წუთიანი მგზავრობა მატარებლით, რომელიც გაივლის პირგოსში, ალბათ მეორე ყველაზე რომანტიული და დასამახსოვრებელი მოგზაურობაა, რადგან ის მდებარეობს ოლიმპიური თამაშების, ზევსის ტაძრის და ოლიმპიას წმინდა ნანგრევების ადგილას.

მთა პელიონი

საბერძნეთი: ტუბიზის ვიწრო ლიანდაგი (600 მმ) ლოკომოტივი ატარებს ჩარტერულ მატარებელს ანო ლექონიადან მაილსამდე პელიონის რკინიგზაზე.
ბერძნული მატარებლით მგზავრობა.

ამბობენ, რომ პელიონის მთა იყო ოლიმპიელი ღმერთების სახლი, რაც მას საუკეთესო ადგილად აქცევს მათთვის, ვისაც სურს როგორც კულტურულ, ასევე ისტორიულ გარემოში დასვენება. რეგიონი ასევე შემკულია ულამაზესი სოფლებით და  მთელი მოგზაურობის მანძილზე საოცარი ხედებით.

ამბობენ, რომ აქ გამავალი სარკინიგზო ხაზი ერთ-ერთი ყველაზე ვიწროა მსოფლიოში. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ იგი ააგო იტალიელმა ინჟინერმა ევარისტო დე კირიკომ, დიდი სიურრეალისტი მხატვრის ჯორჯო დე კირიკოს მამამ.

Mountzouris, როგორც პელიონის პაწაწინა მატარებელს უწოდებენ, დროებით შეჩერდა 1997 წელს, მაგრამ მალე ხელახლა გაიხსნა. 2010 წელს დიზელის ძრავმა შეცვალა მისი ორიგინალური ორთქლის ძრავა, რომელიც ამოძრავებდა ოთხ ვაგონს აღმართზე მგზავრობისას. მოგზაურობა დაახლოებით ოთხმოცდაათი წუთი გრძელდება და საოცრებაა მკვლევარებისთვის და ბუნების მოყვარულთათვის, რომლებსაც სურთ დროში მოგზაურობა.

Mountzouris-ით მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ შაბათს და კვირას მთელი წლის განმავლობაში.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *