Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
სამშაბათი, მაისი 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მასშტაბური ოპერაცია ბერძნული საზღვაო გამანადგურებლის გადასარჩენად

თესალონიკის ახალ სანაპიროზე მასშტაბური ოპერაცია მოეწყო ისტორიული გამანადგურებლის “ველოსის” (ისარი) გადასარჩენად, რომელსაც გუშინდელი უამინდობით გამოწვეული ძლიერი ღელვის გამო სერიოზული ზიანი მიადგა.

ისტორიულ გემს, რომელსაც მცურავ მუზეუმსაც უწოდებენ, ზღვის ღელვის დროს სანაპიროზე, ბეტონის ნავსაყუდელთან შეჯახებებისას უკანა მხარეს უზარმაზარი ბზარი გაუჩნდა. ინჟინრები ცდილობენ აღადგინონ ისტორიული გემის მთლიანობა რამდენადაც ეს შესაძლებელია და აღრიცხონ ის ზარალი, რომელიც მას მიადგა.

პორტში, სადაც გამანადგურებელია  მიმაგრებული, იმყოფება ასევე მისაბმელიანი სატვირთო, რომელიც სპეციალური დამცავი ბაგირებით ეხმარება გემს ძლიერი ქარის დროს სტაბილურობის შენარჩუნებაში და იცავს მას შემდგომი დაზიანებისგან.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან მყვინთავები, რათა დაადგინონ ხომ არ დაზიანდა გემის წყლის ქვეშ მყოფი ნაწილიც.

დღეს ამ რეგიონში ამინდის პირობები მკვეთრად გაუმჯობესდა და მიუხედავად იმისა, რომ ქარი ჯერ კიდევ ძლიერია, ღელვა ზღვაზე  გუშინდელთან შედარებით საგრძნობლად შესუსტდა.

საბერძნეთის საზღვაო ძალების გადამდგარი ადმირალი და SYRIZA-ს ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ევანგელოს აპოსტოლაკისი თავისი განცადებაში ითხოვს მოვლენის გამომწვევი მიზეზების დაუყოვნებლივ გამოძიებას და  ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია  ისტორიული გემი გადატანილი იქნეს უახლოეს პორტში მის დასაცავად და ასევე დაუყოვნებლივ ჩატარდეს საჭირო სამუშაოები მიყენებული ზიანის აღსადგენად.

გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეინარჩუნოს ეს ისტორიული გემი, რომელიც წარმოადგენს დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს და მოახდინოს მისი გადატანა შესაბამის ადგილას, რომელიც ეკუთვნის, ანუ საზღვაო მემკვიდრეობის პარკში.

გამანადგურებელი "ისრის" გიგანტური სამაშველო ოპერაცია - რა დააფიქსირა ობიექტივმა
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *