Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

41 მიგრანტის უკანონო გადაყვანისთვის სამი პირი დააკავეს-მათ ტრანსპორტირებაში თითოეულმა 5000 ევრო გადაიხადა

საპორტო დაცვის სამსახურმა ვრავრონაში, ხამოლიას სანაპიროზე ორი უცხოელი დააკავა, რომლებიც იახტით 41 უკანონო მიგრანტის სამგზავრო დოკუმენტების გარეშე, ორგანიზებულ გადაყვანას ახორციელებდნენ.

საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურის ცნობით, ესენი არიან ორი 47 და 20 წლის ეგვიპტელი, რომლებიც დააკავეს კუნძულ კოსთან იახტაზე.

უსაფრთხოების სამსახურმა ათენში დააკავა ასევე 37 წლის სირიის მოქალაქე, როგორც ტრეფიკინგის დანაშაულებრივი რგოლისა და მესამე ქვეყნის მოქალაქეების საბერძნეთის ტერიტორიაზე უკანონო გადაყვანის ორგანიზატორი.

როგორც სანაპირო დაცვის დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი, იახტა თურქეთის ქალაქ ჩეშმედან აღმოსავლეთ ატიკის სანაპიროებისკენ მიემართებოდა.

თავად ემიგრანტების ჩვენებით მათი გადაყვანისთვის თითოეულმა 5 ათასი ევრო გადაიხადა.

ათენში დააკავებული 37 წლის სირიელის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, იყო 41 ემიგრანტის ქვეყანაში არალეგალურად შეყვანის ორგანიზატორი, იპოვეს და ამოიღეს ხელნაწერი რვეულები და დღიურები. ასევე ორი მობილური ტელეფონი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე ამუშავებდა მაღაზიას ლიოსონზე და მისი მეშვეობით ახორციელებდა  მიგრანტების თურქეთიდან საბერძნეთის გავლით ევროპაში გადაყვანის ბიზნესს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *