Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთისამართალი

რადიო არვილას ყოფილ წამყვანს, სტათის პანაიოტოპულოსს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დღეს, ორშაბათს, თესალონიკის სამწევრიან სააპელაციო სასამართლოში რადიო არვილას ცნობილი წამყვანის, სტათის პანაიოტოპულოსის სასამართლო პროცესი გაგრძელდა.

მას ბრალად ედება მისი ყოფილი პარტნიორის რომანტიკული შინაარსის პირადი მიმოწერის ინტერნეტის საშუალებით განზრახ გასაჯაროვება, მისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

სასამართლომ 60 წლის ტელეწამყვანისთვის თავდაპირველად წაყენებული ბრალდება მასალის არამიზნობრივად, შეცდომით გავრცელების შესახებ, შეცვალა  რადგან მიიჩნია, რომ აღნიშნული დანაშაული ბრალდებულის მიერ ჩადენილი იყო წინასწარგანზრახვით, მისი პარტნიორისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

მისი ადვოკატის მტკიცებით, ყოფილი ტელეწამყვანი ადასტურებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, თუმცა ამტკიცებს, რომ არ მოქმედებდა პარტნიორისთვის განზრახ ზიანის მიყენების მიზნით და მისი დანაშაულებრივი ქცევა დიაგნოზირებული ფსიქიკური დაავადებით იყო განპირობებული.

ზემოაღნიშნულ საქმეზე სტათის პანაიოტოპულოსს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაეკისრა 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა, თუმცა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, მათ შორის პროკურორმა, იმ მოტივით, რომ საქმე უნდა გადაეყვანა ზემდგომ სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი წამყვანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მსგავსი კრიმინალური შინაარსის კიდევ ორ საქმეზე მიმდინარეობს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *