Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: ახალგაზრდებმა ავტობუსის მძღოლი სცემეს

საბერძნეთში ახალგაზრდების მხრიდან გამოვლენილი აგრესიული ქმედებისა და ძალადობის ფაქტების რაოდენობა დღითიდღე იმატებს.

უახლესი ინციდენტი გასულ შაბათს, თესალონიკში მოხდა, როდესაც ახალგაზრდებმა ავტობუსის მძღოლი სცემეს მათ მიმართ გაკეთებული შენიშვნის გამო, რადგან საჯარო ტრანსპორტში ძალიან ხმაურობდნენ.

შემთხვევა გვიან ღამით, აღმოსავლეთ თესალონიკში, მიხანიონას რაიონში, 72 ნომერ ავტობუსში მოხდა. კერძოდ, ავტობუსში მყოფი დაახლოებით 20 მოზარდის მიერ გამოწვეული ხმაურით შეწუხებულმა სხვა მგზავრებმა მძღოლს მიმართეს, რომელმაც უბრალო შენიშვნის მიცემით სცადა ახალგაზრდების დაშოშმინება. ისინი თავის მხრივ დაელოდნენ, როდის განთავისუფლდებოდა ავტობუსი დანარჩენი მგზავრებისგან და ტერმინალამდე რამდენიმე გაჩერებით ადრე თავს დაესხნენ მძღოლს.

მათ სახესა და მუცლის არეში დარტყმებით სერიოზული დაზიანება მიაყენეს 50 წლის მამაკაცს, რომელსაც თავის დასაცავად ადგილიდან ადგომის საშუალებაც არ ჰქონდა. იმის გამო, რომ ავტობუსი დასახლებული ადგილიდან საკმაო დაშორებით იმყოფებოდა, შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყავს. მძღოლმა, როგორც კი თავდამსხმელები ავტობუსიდან ჩავიდნენ მაშინვე პოლიციას შეატყობინა და შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

ამ დრომდე დამნაშავეთა იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა, თუმცა მათ წინააღმდეგ სარჩელი უკვე აღძრულია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *