Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ექსარხია: მომენტი, როდესაც მოძალადე თავს ესხმის 29 წლის ქალს-ვიდეოკადრები

ვრცელდება ვიდეო კადრები თუ როგორ ესხმის თავს “ექსარხიის მონსტრად” წოდებული მოძალადე მსხვერპლს, 29 წლის ქალს, რომელიც ბოლო დღეებში ექსარხიაზე ” მოთარეშე” ამ დრომდე უცნობი მოძალადის ერთ-ერთი მსხვერპლია.

გავრცელებული კადრებში ჩანს როგორ უახლოვდება მამაკაცი თავის პოტენციურ მსხვერპლს, როდესაც ის ნიკიტარას ქუჩაზე გადაადგილდება, ტროტუარზე აგდებს და ცდილობს მის შებოჭვას.

შემთხვევა ორშაბათს, დილის 07: 20 საათზე ხდება. უცნობი სრული სიმშვიდით მოქმედებს და როგორც კი გოგონას უახლოვდება ნაბიჯს აჩქარებს და ძირს აგდებს მას.

მსხვერპლი თავის გადასარჩენად იბრძვის და გადარჩა ადგილობრივი მაცხოვრებლის ჩარევის წყალობით, რომელმაც მისი ყვირილი გაიგო და დახმარებისთვის გაიქცა. ქალი ახერხებს ადგომას და მოპირდაპირე ტროტუარზე გადასული შემთხვევის ადგილიდან გარბის, თავდამსხმელი კი ისევე მშვიდი ნაბიჯით თემისტოკლეოს ქუჩის მიმართულებით უჩინარდება.

ვიდეო:

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *