Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მენიდი: 44 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

მენიდი: 44 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.  ცოტა ხნით ადრე, მისმა მეუღლემ ადგილობრივ პოლიციის განყოფილებას ოჯახური ძალადობის ფაქტი შეატყობინა.

წუხელ ცეცხლმოკიდებულ მანქანაში ნაპოვნი ორი შვილის მამის ყველაზე სავარაუდო სცენარი თვითმკვლელობაა – იხილეთ ვიდეო და ფოტოები

პოლიციის წყაროებმა protothema.gr-თან საუბრისას განაცხადეს, რომ გამოძიების დასკვნის მიხედვით, ამ დრომდე, არანაირი ფაქტი არ გამოჩენილა, რომელიც მიუთითებდა რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებაა იყო თუმცა დასძინეს, რომ საქმე ამ დრომდე ღიაა და ყველა სცენარი ჯერ კიდევ განიხილება.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალება დაკავშირებულია იმასთან, რომ დაახლოებით იმავე დროს, როცა ის ცეცხლის ალში იყო, მისმა მეუღლემ საჩივარით მიმართა ადგილობრივ პოლიციის განყოფილებას ოჯახში ძალადობისა და სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტებთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის ცნობილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მამაკაცი, გაურკვეველი მიზეზის გამო, ცოლს დაუპირისპირდა და ხელით შეეხო. მეუღლემ ეს ფაქტი კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოებს შეატყობინა რის შემდეგაც მამაკაცმა გადაწყვიტა რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

ტრაგედია დაახლოებით 21:30 საათზე შაბათს ღამით (2/12) მოხდა, როდესაც სახანძრო განყოფილებაში ზარი დაფიქსირდა რომლითაც ისინი გამოიძახეს იონიის გამზირისა და აგიოს ტაქსიარხონის ქუჩის შეერთებაზე გაჩერებულ მანქანასთან დაკავშირებით რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული.

იხილეთ ვიდეოჩანაწერი იმ მომენტიდან, როდესაც მანქანა ცეცხლის ალშია გახვეული და სახანძრო სამსახური მის ჩაქრობას ცდილობს:

შემთხვევის ადგილზე სამი მანქანით 10 მეხანძრე-მაშველი მივიდა, რომლებმაც ცეცხლი ჩააქრეს და ავტომანქანიდან მძღოლი ამოიყვანეს, რომელსაც მძიმე დამწვრობა აქვს მიყენებული, რის შედეგადაც მისი ამოცნობა ან გადარჩენა შეუძლებელი იყო.

საქმე თრილერში გადაიზარდა, რადგან ორი საათის შემდეგ სახანძრო ოპერაციების ცენტრმა მიიღო ზარი მენიდში, იოანი რიცუს ქუჩაზე გაჩერებულ მანქანაში ახალი ხანძრის შესახებ, პირველი ინციდენტიდან სულ რაღაც ერთი კილომეტრის დაშორებით.

მიმდინარეობს პოლიციის საგამოძიებო სამსახურები

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *