Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

სტილისტი, რომელსაც სალონის საპირფარეშოში კამერები ჰქონდა დამონტაჟებული, ციხეში გადაიყვანეს

სტილისტი, რომელსაც სალონის საპირფარეშოში კამერები ჰქონდა დამონტაჟებული, ციხეში გადაიყვანეს

როგორც უკვე ცნობილია, რამოდენიმე დღის წინ ვრილისიაში, სტილისტი თავის სილამაზის სალონის საპირფარეშოში კამერების დამონტაჟების გამო დააკავეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა მას ასევე თავის საცხოვრებელ სახლშიც იგივე ჰქონდა გაკეთებული რათა თავისი მეუღლის პირველი ქორწინებიდან შეძენილი ქალიშვილისთვის ეთვალთვალა.

მამაკაცმა ოფიციალური ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ კამერები 1,5 წელია რაც დაამონტაჟა და ეს მხოლოდ საკუთარი ცნობისმოყვარეობის გამო მოიმოქმედა. ის იუწყება რომ ვიდეომასალას არ აწვდიდა ან ტვირთავდა არანაირ პორნოგრაფიულ საიტზე. ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს, რომ მესამე პირს ამ ვიდეოებზე ხელი მიუწვდებოდა და აცხადებს, რომ ჩადენილს ნანობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის უკვე გადაიყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

შეგახსენებთ რომ კამერების არსებობა შენიშნა ერთ ერთმა მომსახურე პერსონალმა და ეგრეთვე პოლიციას დაუკავშირდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ფაქტზე დააკავეს სალონის მფლობელი. როგორც სილამაზის სალონის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, მამაკაცი მუდმივად ეუბნებოდა, რომ ბევრი წყალი დაელიათ, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის კარგი იყო.

მისი მეუღლე შოკირებულია და  აცხადებს, რომ მას ამ ყველაფერზე წარმოდგენა არ ჰქონდა და ბოდიშს იხდის საკუთარი შვილის წინაშე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *