Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სროლები გაზში: ალბანელი თავდამსხმელის ერთ-ერთი მსხვერპლი საავადმყოფოდან გაწერეს – როგორია დანარჩენი ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სროლები გაზში: ალბანელი თავდამსხმელის ერთ-ერთი მსხვერპლი საავადმყოფოდან გაწერეს – როგორია დანარჩენი ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა

29 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან გაწერეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

გაზში ალბანელი „პისტოლეროს“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიების მიერ დაშავებული სამი კრეტელიდან ერთ-ერთი საავადმყოფოდან გაწერეს. ekriti.gr-ის ინფორმაციით, 29 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოდან ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესების გამო გაწერეს, ახალგაზრდა მამაკაცი ათენში კიდევ ერთი-ორი დღე დარჩება, შემდეგ კი მალიაში დაბრუნდება.

რაც შეეხება მის 28 წლის მეგობარს, ის კიდევ ცოტა ხნით დარჩება “გენიმატასის” საავადმყოფოში, სადაც მკურნალობს, რადგან, როგორც მისი ახლო ოჯახის წევრმა აღნიშნა, ექიმები ახალ ოპერაციას გაუკეთებენ ყბის არეში.

როგორც ekriti იუწყება, 28 წლის ახალგაზრდა ნორმალურად დადის და საუბრობს და ცდილობს შოკისგან თავის დაღწევას. აღნიშნულია, რომ მესამე და ყველაზე მძიმედ დაშავებული 34 წლის მამაკაცი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ის ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუმჯობესების ნიშნები აქვს მას შემდეგ, რაც მას მეორე მრავალსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა ტყვიის თავიდან ამოღების მიზნით. უახლოეს დღეებში ექიმები შეეცდებიან ეტაპობრივად დაიწყონ მისი გამოღვიძების პროცესი, რათა ნახონ, როგორი რეაგირება ექნება მის ორგანიზმს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *