Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ნეოს კოსმოსი: ვინ არის ვანგელის ზამპუნისი, რომელიც გუშინ ღამე ჩაცხრილეს

ნეოს კოსმოსი: ვინ არის ვანგელის ზამპუნისი, რომელიც გუშინ ღამე ჩაცხრილეს

პოლიციის თანამშრომლებმა მკვლელობის ადგილიდან 90 ზე მეტი ტყვია ამოიღეს.

ვანგელის ზამპონის (მეტსახელად „ზამბონი“) ბრალი ედებოდა გამომძალველთა ჯგუფის ხელმძღვანელობაში და სასიკვდილო კონტრაქტებში, მაგრამ მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ მოიძებნა – 2018 წელს მის წინააღმდეგ კიდევ ერთი მკვლელობის მცდელობა მოხდა პირეოსში.

შავ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელი იყო 44 წლის ვანგელის ზამპუნისი, რომელიც მეტსახელად “ზამბონით” იყო ცნობილი და რომელიც ნეო კოსმოსში მის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურთან ჩასაფრებულმა პირებმა ჩაცხრილეს.

მამაკაცს ბრალად ედებოდა გამომძალველთა ჯგუფის ლიდერობა, ასევე სასიკვდილო კონტრაქტების ორგანიზება, მაგრამ მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ იქნა ნაპოვნი. 2018 წელს პირეოსში მის წინააღმდეგ კიდევ ერთი მკვლელობის მცდელობა იყო.

EL.AS თვლის, რომ მისი მოკვლა შავ სამყაროში დაწყებული „ომის“ განვითარებას უდრის.

დღეს, გამთენიისას, დილის 2 საათის შემდეგ, სულ მცირე სამი თავდამსხმელი, ძვირადღირებულ ლექსუსით მიუახლოვდა 44 წლის მამაკაცის მანქანას, რომელიც გაჩერებული იყო მის საკუთრებაში არსებული ბენზინგასამართი სადგურის წინ, ფრანძის და ილიას ილიოსის ქუჩების შესაყართან და სამი კალაშნიკოვით სროლა დაიწყეს. როგორც ჩანს, დამნაშავეებმა კარგად იცოდნენ მსხვერპლის ყოველდღიური პროგრამა. ისინი მანამდე ისროდნენ სანამ არ დარწმუნდნენ რომ მსხვერპლის გადარჩენის არანაირი იმედი არ იქნებოდა. სამართალდამცავებმა მკვლელობის ადგილიდან სულ მცირე 90 ზე მეტი ტყვია ამოიღეს.

44 წლის მსხვერპლმა საკუთარ მანქანაში თავის დაცვის მიზნით დამალვა უშედეგოდ სცადა, მანქანაში მას გამართული იარაღი ჰქონდა რომლის გამოყენება ვერ მოასწრო. მისი შავი ჯიპის უამრავი ნახვრეტებიდან აშკარად ჩანს რომ მას გადარჩენის არანაირი იმედი არ ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოძალადეების მიერ გამოყენებული ჯიპში სულ მცირე სამი ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო მკვლელობის ადგილზე პოლიციამ 97 ტყვია იპოვა.

კვირა დილით პოლიციამ დაფნიში მკვლელების ჯიპს მიაკვლია, რომელიც მათ კვალის დასაფარად დაწვეს და გაუჩინარდნენ.

დაცვის პოლიცია აგროვებს მასალას უსაფრთხოების კამერებიდან, რომლებმაც დააფიქსირეს მკვლელობის მომენტი, ასევე დამნაშავეთა მოძრაობა მკვლელობამდე და მის შემდეგ. ასევე მოწმის სახით დაკითხული იქნა ტაქსის მძღოლი, რომელიც იმ დროს ბენზინგასამართ სადგურზე იმყოფებოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *