Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიღირშესანიშნავი ადგილები

კუნძულ ზაკინთოსის  ,,სევდიანი ისტორია“  2019 წლის მიწისძვრიდან ΄2023 წლის უამინდობამდე

კუნძულ ზაკინთოსის  ,,სევდიანი ისტორია“  2019 წლის მიწისძვრიდან ΄2023 წლის უამინდობამდე

(ბრძოლა ქვეყნის ერთერთი ღირსშესანიშნაობის განადგურბისაგან დასაცავად).

კუნძულ ზაკინთოსზე, სპირილის ყურეში, ქვიშაში  ,,ჩაძირული“ გემის  – “პანაგიოტისის დაჟანგული  ჩონჩხი“, როგორც მას 1981 წლამდე უწოდებდნენ, დღეს, კუნძულის ყველაზე ცნობილ სანაპიროზე, ქვიშის მიერ შთანთქვის საშიშროების წინაშეა.

უკვე ღირსშესანიშნაობად აღიარებული გემის დაცვაზე პასუხისმგებელმა კომპეტენტურმა ორგანოებმა,  წლების განმავლობაში, ბედის ანაბარა, ყოველგვარი მოვლის გარეშე მიატოვეს ის.

სანაპიროზე გამორიყული, დაღუპული გემი,  ზაკინთოსზე ტურიზმის აყვავების კიდევ ერთი, მთავარი ფაქტორი გახლდათ.

კუნძულზე,  2019 წელს მეწყერის ჩამოწოლამდე  ამ ადგილს,  ყოველდღიურად 4000 ტურისტი სტუმრობდა, თუმცა ეს მანამდე ხდებოდა, ვიდრე  საბერძნეთის ყველაზე ცნობილი სანაპირო, სტიქიური მოვლენების გამო  დაიხურებოდა და უამრავ საინვესტიციო პროექტის ჩაშლასთან ერთად, 43 წლის წინ დაღუპული ,,პანაგიოტისი“,  ყველასაგან მივიწყებული აღმოჩნდებოდა…

გემზე არასოდეს  ჩატარებულა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები, რაც მასზე მზრუნველი  მხარეების დანაშაულებრივ გულგრილობაზე მეტყველებს.

ბოლოდროინდელი ექსტრემალური ამინდის ფენომენით გამოწვეული უზარმაზარი ტალღები, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში,  დაუნდობლად  „ამათრახებს“ გემს.  კოროზია, დაჟანგვა, დაზიანებები,  და ყველა დაინტერესებულ მხარეთა გულგრილობა ნელ-ნელა აქრობს  “პანაგიოტისს”, რაც  აღშფოთებას იწვევს იონიის კუნძულის მოსახლეობაში.

გასულ ზაფხულს სანაპირო დაკეტილი იყო ვიზიტორებისთვის, რომლებსაც მისი ფოტო, თუ ვიდეო გადაღება მხოლოდ შორიდან შეეძლოთ. ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროფესორის  ეფთიმიოს ლეკასის შეფასებით, ისტორიული გემის დაღუპვის ადგილი, მეწყრის საშიშროების გამო,  საზოგადოებისთვის  საფრთხეს წარმოადგენს.

ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროფესორის ხელმძღვანელობით, 2023 წლის 8 მარტს  სამეცნიერო ჯგუფმა ჩაატარა გადაუდებელი აუტოფსია  ბუნებრივი მოვლენების  ისეთი რისკების შესაფასებლად, როგორიცაა მიწისძვრა, ნალექი და ნიადაგის ეროზია.

კვლევამ, რომელიც ეყრდნობოდა მაკროსკოპულ დაკვირვებებს და საველე გაზომვებს, ასევე ფერდობების რუკების შედგენას,  სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებით, აჩვენა რომ აღნიშნული ადგილის ფართო არეალში არის სეისმურობის მაღალი დონე. შედეგად, სუსტი –  3,5 მაგნიტუდის მიწისძვრამაც კი შეიძლება გამოიწვიოს კლდეების ჩამოვარდნა და მეწყერი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  ზაკინთოსის სანაპიროს თავდაპირველი მართვის კომიტეტი  გაუქმდა და კომპეტენტური  სამთავრობო ორგანოები, სანაპიროსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობის – ,,პანაგიოტისის“  გადარჩენისათვის , მუნიციპალიტეტის მიერ შემოთავაზებული წინადადებებისა და აუცილებელი ქმედებების მოლოდინშია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *