Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

შენობის სახურავზე ასული ასაკოვანი ქალი თავის მოკვლით იმუქრებოდა

შემთხვევა  დღეს(26.3.) ნაშუადღევს სალონიკში, დეპოს დასახლებაში მოხდა.

დაახლოებით 60 წლის ქალბატონი ახლად აღმართული შენობის მე-7 სართულზე ავიდა და გადმოვარდნით იმუქრებოდა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, სახანძრო სამსახური და პოლიცია.

არსებობდა საშიშროება რომ ქალი მუქარას შეასრულებდა, ამიტომ სახანძრო სამსახურმა შენობასთან სპეციალური ლეიბები გაშალა.

დაძაბულობა 5საათის მანძილზე გაგრძელდა, სპეციალურმა მომლაპარაკებელმა- ფსიქოლოგმა, რომელიც მასთან ავიდა და თითქმის ერთი საათის მანძილზე ესაუბრებოდა, დაარწმუნა ის, რომ გაყოლოდა  და კორპუსის მე-7 სართულიდან ჩამოიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისათვის  ქალბატონი კარგად არის, სრული კომუნიკაცია აქვს პოლიციასა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებთან.

მიზეზი, თუ რატომ ჩაიდინა მან აღნიშნული ქმედება, ჯერჯერობით უცნობია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *