Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
სამართალისაბერძნეთი

ფლორინა: წყვილს იარაღის არსენალი აღმოუჩინეს

ფლორინა: წყვილს იარაღის არსენალი აღმოუჩინეს

ფლორინაში 54 წლის მამაკაცს იარაღის მთელი არსენალი აღმოუჩინეს. შესაბამისი ორგანოები იძიებენ, თუ რასთან გვაქვს საქმე, კერძოდ, არის თუ არა ეს სამხედრო მასალებით უკანონო ვაჭრობის შემთხვევა.

იარაღის ,,საწყობებში“, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს 29 სხვადასხვა სახის იარაღი, 72 კგ დენთი და 35 000 ვაზნა.

 

ფლორინაში, ორშაბათს ნაშუადღევს დააკავეს 54 წლის ბერძენი მამაკაცი და 57 წლის გერმანელი ქალი, რომელთა მფლობელობაში იარაღის უზარმაზარი არსენალი აღმოჩნდა.

protothema.gr-ის ინფორმაციით, მამაკაცის სახლში ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილ სათავსოში ნახეს იარაღი, რომელიც სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდით თარიღდება.

ამჟამად, მიმდინარეობს გამოძიება იარაღის უკანონო ვაჭრობაზე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ საიდან ფლობდა წყვილი ამხელა სამხედრო ტექნიკას, თუმცა, ხელისუფლება არ გამორიცხავს, წყვილის მიერ ძველი იარაღის უკანონო შეკეთებასა და შემდგომში, მის რეალიზაციას. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იარაღის ,,საწყობის“ ადგილდმდებარეობა ახლოსაა ალბანეთთან,  ეს ვარაუდი კიდევ უფრო დიდ საფუძველს იძენს.

 

აღმოჩენილი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ საჭირო გახდა ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ ანტიტერორისტული დეპარტამენტის ინფორმირება.

ორივე პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ცივი იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის, ფეიერვერკების და ასევე ფეთქებადი ნივთიერებების დამზადებასა და შენახვაზე არსებული კანონმდებლობის დარღვევაზე.

დაკავებულებს ფლორინის რეგიონის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *