5 შვილის გმირი დედა, რომელიც 11 წელია ყინვასა, თუ თოვლში, ,,სანაგვე მანქანაზე“ მუშაობს
5 შვილის გმირი დედა, რომელიც 11 წელია ყინვასა, თუ თოვლში, ,,სანაგვე მანქანაზე“ მუშაობს
ხუთი შვილის გმირი დედა, პატარებს აძინებს და თავად კი… ,,ნაგვის მანქანაზე“ დგება.
უდავოა, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვენი დროის უსახელო გმირები არიან და ერთერთი მათგანი, ქალბატონი სევი პაპანდოპულოა: ის, უკვე 11 წელია, რაც ქალაქ თესალონიკში დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ქალი დღისით საოჯახო საქმეებით არის დაკავებული, ხოლო საღამოს კი, როცა თავის პატარებს მიეალერსება და დააძინებს, უფრო რთულ საქმეს იწყებს…
სევი პაპადოპულუ, რომელიც მებრძოლი ადამიანია და ხუთ შვილს ზრდის, საკუთარ ყოფაზე მოგვითხრობს: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამას გავაკეთებდი, მაგრამ როდესაც კრიზისი დაიწყო, იძულებული გავხდი ამ საქმისათვის მომეკიდა ხელი. ახლა კი ჩემს ცხოვრებაში, აღარაფერს შევცვლიდი. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი სამუშაო, რომელსაც სიამოვნებით ვასრულებთ. ბევრი ადამიანი გვაქებს! როცა ნარჩენებს ვკრეფთ, ისინი ჩვენთან მოდიან და გვეუბნებიან, რომ აღფრთოვანებულნი არიან იმ საქმით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ; თანამემამულეების კეთილდღეობისათვის გაღებული წვლილი კი, ფასდაუდებელია!“ – აღნიშნავს ქალბატონი პაპადოპულუ Thestival-თან.
უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი სევისა და მისი კოლეგების ანაზღაურება არცთუისე მაღალია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყინვაში, თოვლში, მძვინვარე ქარსა, თუ აუტანელ სიცხეში, ისინი დასუფთავების მანქანის უკანა პლატფორმაზე დგანან… ,,ბევრჯერ ვბრაზდებით იმის გამო, რომ ზოგიერთი მოქალაქე ჩანთას ღიად ტოვებს, რომლის შეხებისას მთელი ნარჩენები ტროტუარზე იფანტება. იძულებული ხარ შეაგროვო ყველაფერი: ქაღალდიდან დაწყებული – გადასაყრელად გამოტანილი, ავეჯით დამთავრებული. შეკარით სანაგვე ჩანთა, აცნობეთ მუნიციპალიტეტის კომპეტენტურ სამსახურს მოცულობითი ნარჩენების შესახებ, – ეს ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია” – ამბობს სევი.
ბევრი, რთული პროფესიის მქონე ადამიანების მსგავსად, არც დასუფთავების თანამშრომლებისათვის ,,არ არსებობს“ დღესასწაულები. ხშირად, შობასა და ახალ წელს მათთვის, დასუფთავების მანქანაში მოუსწრია, თუმცა ქალბატონ სევის რთული დღეების გარდა, სასიამოვნო ეპიზოდებიც ახსენდება.
აი როგორ ისტორიებს ჰყვება ის: „თერთმეტი წელი ცოტა არ არის… ბევრია ისეთი ბედნიერი მომენტი, როცა საშობაოდ ქალაქის ცენტრში გავდივართ და საზეიმოდ მორთული მაღაზიების მფლობელები გარეთ გამოდიან და გვეუბნებიან, მობრძანდით, გაგიმასპინძლდებითო!“. დღესასწაულებზე, ჰელოუინის, ან სანტა კლაუსის კოსტუმიც ჩაგვიცვამს და ისე გვიმუშავია, -ამას გასართობად ვაკეთებთ რადგანაც, ჩვენი პროფესია არც ისე იოლია, მითუმეტეს, როცა, წელიწადში 365 დღე ამ საქმით ვართ დაკავებული“.
ქალბატონმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელსაც დამლაგებლები დღემდე უმკლავდებიან. ,,ნარჩენების მოგროვების დროს ბევრი უბედური შემთხვევა მომხდარა: მძიმედ დაშავდა ერთერთი თანამშრომელი, რომელსაც მანქანამ გადაუარა. ის დღესაც ებრძვის ჯანმრთელობას. ხშირია ავარიები, რომლის გამოც ბევრი კოლეგა დავკარგეთ. ეს, ის უსიამოვნო მოვლენებია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება!…“, – ხაზს უსვამს ჟურნალისტთან საუბარში ქალბატონი პაპადოპულუ.
და ბოლოს, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის დასუფთავების სფეროში, ნებისმიერი მუშაკის მუდმივი მოთხოვნა, რომელიც ქალბატონმა პაპადოპულუმ ახსენა, ეს არის თანამშრომლების პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
