Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

დიდი ბრიტანეთი: ძაღლებმა 68 წლის ქალი შვილიშვილის თვალწინ დაგლიჯეს

დიდი ბრიტანეთი: ძაღლებმა 68 წლის ქალი შვილიშვილის თვალწინ დაგლიჯეს

მსხვერპლს გაფრთხილებული ჰყავდა პატრონი, რომ ძაღლები განსაკუთრებით სასტიკები იყვნენ, თუმცა…

68 წლის ქალის მცდელობა, შეეჩერებინა  XL Bully-ს ორი ლეკვის თავდასხმა, ტრაგედიაში გადაიზარდა. ძაღლებმა ხნიერი ქალბატონი საკუთარი, 11 წლის შვილიშვილის თვალწინ დაგლიჯეს.

DailyMail-ის ცნობით, ესთერ მარტინი 11 წლის შვილიშვილს სტუმრობდა, როდესაც მას თავს დაესხნენ ცხოველები, რომელთა პატრონიც ამჟამად დაკავებულია.

ვიდრე ტრაგედია მოხდებოდა, ქალმა გააფრთხილა 39 წლის რეპერი – ძაღლების პატრონი, რომ ძაღლები განსაკუთრებული სიავით გამოირჩეოდნენ და აუცილებელი იყო შესაბამისი ზომების მიღება, მაგრამ პატრონის პასუხი ასეთი გახლდათ: ,,მე ვერავინ მასწავლის, თუ როგორ უნდა მოვიქცე!“.

წარსულში, რეპერი ერთ-ერთ ძაღლთან ერთად  საკუთარ ვიდეო კლიპშიც გამოჩნდა.

ესთერის 47 წლის ქალიშვილმა სონია მარტინმა, აღნიშნა რომ დედას ადრეც ჰყავდა გააფრთხილებული ძაღლების პატრონი, რომ ისინი საშიშნი იყვნენ…

ტრაგედიის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა, ორივე ძაღლს ესროლეს, რადგანაც სხვაგვარად მათი განეიტრალება შეუძლებლ აღმოჩნდა, თუმცა,  ქალის გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს, ის შემთხვევის ადგილზე გარდაცვალა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *