ხანძარი ათენის ცენტრში მიტოვებულ შენობაში
ხანძარი გაჩნდა დღეს, ორშაბათს დილის 07: 00 საათის შემდეგ ათენის ცენტრში, აიოლოს და აგია ირინის გადაკვეთაზე მიტოვებულ შენობაში.
შემთხვევის ადგილზე 18 მეხანძრე- მაშველი, 5 მანქანა და სპეციალური ჯავშანმანქანა მუშაობს.
პირველი ინფორმაციით ხანძარი გაურკვეველ ვითარებაში გაჩნდა, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით სინდაგმის მოედნიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა.
ამავდროულად, სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნო მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს ხანძარსაშიშ სიტუაციებში მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები, ხოლო ხანძრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ ნომერზე 199 და მიაწოდონ ინფორმაცია ზუსტი ადგილმდებარეობის და კონკრეტული პოზიციის შესახებ თუ სად გაჩნდა ხანძარი.
Facebook Comments Box
