Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კიფისიაში ცნობილი პლასტიკური ქირურგი დააკავეს

ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა იანის ლირასმა ღამე გაატარა კიფისიის პოლიციის სამმართველოში  ხანდაზმულ ქალთან კომუნალურ ნიადაგზე სასტიკი ჩხუბის შემდეგ.

ექიმსა და მისსავე კორპუსში მცხოვრებ 92 წლის ქალს შორის მომხდარი  დავის შედეგად ხანდაზმული  ქალი  სასწრაფო დახმარების მანქანით  საავადმყოფოში  გადაიყვანეს,  ხოლო ექიმი  პატიმრობაში იმყოფება და დღეს მას პროკურატურაში გადაიყვანენ. ინციდენტი  შაბათს ღამით 21:10 საათზე მოხდა .

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები 63 წლის ქირურგი  და 92 წლის ქალი   ერთმანეთს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაუპირისპირდნენ.

სცენა სულ უფრო და უფრო მძაფრდებოდა და ვითარება გამოვიდა კონტროლიდან, რის შედეგადაც პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

სასწრაფო მოქმედების საპატრულო მანქანამ, მიიღო სიგნალი და მივიდა კიფისიის საცხოვრებელ კორპუსში, სადაც მოხუცი ქალის თქმით, მას ექიმმა დაარტყა, რის შედეგადაც სასწრაფო დახმარების მანქანით ის  KAT-ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქირურგმა მის წინააღმდეგ სარჩელი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით შეიტანა, ხანდაზმულმა ქალბატონმა ასევე სხეულის დაზიანების გამო, რის შედეგადაც 63 წლის მამაკაცი დააკავეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *