Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

შვებულების დღეები: არაფრის კეთება როგორც ფუფუნება

შვებულების დღეები: არაფრის კეთება როგორც ფუფუნება

იდეალური დასვენების ძიებაში, ახალი კვლევები გვიჩვენებს რომ „არაფერის გაკეთება“ ახალი ტენდეციაა,  რომელიც ძალიან პოპულარული ხდება.

უფრო და უფრო მეტი მოგზაური აცხადებს, რომ მათთვის ნამდვილი დასვენება არაფრის კეთებასთან არის ასოცირებული, რაც გვიჩვენებს რომ ვითარდება შვებულების ახალი ტიპი „to do nothing vacations“ რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა თაობის წსრმომადგენლებში. ეს არის ახალი ტენდენცია კეთილდღეობის სფეროში, რომელიც, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება დასვენების ტრადიციულ მოდელს.

ისტორიულად, არდადეგები ხშირად განიხილებოდა, როგორც შესაძლებლობა ახალი თავგადასავლების დასაწყებად იმ ადგილებში, რომლებსაც ჩვენ ვსტუმრობდით, გვენახა ტურისტული ატრაქციონები და აგვესო ყოველი მომენტი აქტივობებით.

ფაქტობრივად რაც უფრო დატვირთული იყო დასვენების დღეები, მით უფრო წარმატებულად ითვლებოდა ჩვენი შვებულების დღეები. თუმცა, ეს ტრადიციული მოგზაურობის მოდელი, რომელსაც ახასიათებს თავისი გამაოგნებელი ტემპი, დღესდღეობით არც თუ ისე პოპულარულია და აწყდება მოწინააღმდეგეს: „to do nothing vacations“ რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

გონებრივ კეთილდრეობას და დასვენებას უფრო და უფრო მეტი მოგზაური ანიჭებს პრიორიტეტს. ეს განვითარებადი ტენდენცია, რა თქმა უნდა, ასახავს არა მხოლოდ თანამედროვე ცხოვრების მუდმივი წნეხისგან თავის დაღწევის სურვილს, არამედ მიუთითებს უფრო ფართო კულტურულ ცვლილებაზე მოგზაურობისადმი უფრო ნელი, უფრო მიზანმიმართული მიდგომის მიღებისკენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *