Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ბერძნული მაფია პირველობისთვის იბრძვის.

ბერძნული მაფია პირველობისთვის იბრძვის.

კალითეაში, ორშაბათს გამთენიისას, განსაკუთრებით ძლიერმა აფეთქებამ ალკოჰოლური სასმელების მაღაზია მიწასთან გაასწორა.

ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის წინ გაჩერებული მანქანის აფეთქების შედეგად წამოსულმა ტალღამ 100 მეტრის რადიუსზე ჩაამსხვრია საცხოვრებელი და კომერციული ფართების შუშები და ერთერთი საცხოვრებელი შენობის შესასვლელი ნაწილებად დაშალა.

შემთხვევის ადგილას აღმოჩენილია მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც ნათელი ხდება, რომ აფეთქება შემთხვევითი არ იყო და ბომბი სპეციალურად დაამონტაჟეს. ეჭვებს ამყარებს ის ფაქტიც რომ ბოლო დროს გაჩაღებულია ბრძოლა ბერძნული მაფიის წევრებს შორის პირველობის მოსაპოვებლად ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე. ეს ყოველივე კი ნათელს ხდის რომ გამთენიისას მომხდარი აფეთქება იყო  გამაფრთხილებელი დარტყმა ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის მფლობელზე და არა უბედური შემთხვევა.

ალკოჰოლური სასმელების მაღაზია ეკუთვნის ერთერთი ცნობილი ღამის კლუბის მფლობელს, რომელიც შენობის უკანა ნაწილში მდებარეობს. 8-10 წლის წინაც დადეს ბომბი, რომელმაც ზუსტად იგივე ზიანი გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩემი და მთელი სამეზობლოს სახლების ყველა შუშა ჩამსხვრეულია, რადგან იყო ძალიან ძლიერი აფეთქება, იმდენად ძლიერი, რომ მთელი საცხვრებელი კორპუსი შეზანზარდა.” აცხადებს ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის შენობაში მცხოვრები მეზობელი.

მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ამ უსამართლოდ გაჩაღებული ბრძოლის შესაჩერებლად პასუხისმგებელი უწყებები ცდილობენ გახსნან საქმე მაღაზიის მფლობელის კონტაქტებსა და საქმიანობის დეტალებზე დაკვირვებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *