ილია: კურუტას სანაპიროზე მოხუცი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ილია: კურუტას სანაპიროზე მოხუცი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
გარდაცვლილი გამვლელებმა შენიშნეს – მისი გარდაცვალების გარემოებები უცნობია.
მოხუცი მამაკაცი 19 მარტს, სამშაბათს დილით იპოვეს გარდაცვლილი კურუტას სანაპიროზე.
patrisnews.gr-ის ცნობით, მოხუცი მამაკაცი გამვლელებმა შენიშნეს, რომლებმაც სასწრაფოდ შეატყობინეს პოლიციას და გამოიძახეს სასწრაფო დამხმარება. მიუხედავად იმისა რომ მოხუცებული მამაკაცის გადაყვანა დაუყოვნებლივ მოხდა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
იგეგმება მოხუცი მამაკაცის სხეულის გაკვეთაც, რათა ნათელი მოეფინოს გარდაცვალების მიზეზებს.
Facebook Comments Box
