ლარისა: ავტოკატასტროფის შედეგად 19 წლის ახალგაზრდამ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო
ლარისა: ავტოკატასტროფის შედეგად 19 წლის ახალგაზრდამ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო
კვირას, გამთენიისას, ლარისაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
19 წლის ავტომობილის მძღოლმა სხეულის მძიმე დაძიანებები მიიღო, როდესაც გამოძიებისთვის დაუდგენელ მიზეზთა გამო, საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და გაჩერებულ მანქანებს შეასკდა.
დაზარალებულის ავტომანქანიდან გამოსაყვანად საჭირო გახდა სახანძრო/სამაშველო სამსახურის ჩარევა.
შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადდა სასწრაფო დახმარების მანქანა და ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 19 წლის ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
Facebook Comments Box
